მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს 2011 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
5:40 PM
ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს 2011 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყოველწლიური პრემიის "ოსკარ დელ კალჩოს" ლაურეატი გახდა ნომინაციაში "იტალიის სერია A-ს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი".

იტალიის საფეხბურთო ასოციაციის მიერ დაწესებული პრემიის გადაცემის ცერემონია 23 იანვარს მილანში გაიმართა.

შვედი ფორვარდი საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესო უცხოელ მოთამაშედ აღიარეს, "მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი კი სერია A-ს გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

საუკეთესო მცველად "მილანის" ბრაზილიელი ფეხბურთელი ტიაგო სილვა დასახელდა, "როსონერის" ეგვიპტელი თავდამსხმელი შტეფან ელ შაარავი კი, რომელიც გასულ სეზონში "პადოვაში" გამოდიოდა, სერია B-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

საუკეთესო მეკარის პრიზი "უდინეზეს" სლოვენიელ გოლკიპერ სამირ ხანდადოვიჩს ერგო. "უდინეზე" სერია A-ს გასული წლის საუკეთესო კლუბადაც აღიარეს.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ პრემიის ორგანიზატორებისგან სპეციალური ჯილდო მიიღო, ფაბიო კანავარომ და ალესანდრო დელპიერომ კი ჯილდოები ფეხბურთისადმი ერთგულებისთვის მიიღეს.

წლის ნაკრებში მოხვდნენ: სამირ ხანდადოვიჩი, კრისტიანა მაჯო, ტიაგო სილვა, ალესანდრო ნესტა, ანდრეა რანოკია, პაბლო არმერო, მარეკ ჰამშიკი, კევინ-პრინს ბოატენგი, ტიაგო მოტა, კლაუდიო მარკიზიო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანტონიო დი ნატალე, ედინსონ კავანი.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 419 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1