მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მიხარია, რომ რობინიომ დუბლი შეასრულა
8:33 PM
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მიხარია, რომ რობინიომ დუბლი შეასრულა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მიხარია, რომ რობინიომ დუბლი შეასრულა

"მილანის" შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ლონდონის "არსენალთან" (4:0) თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ თავდასხმაში თავისი პარტნიორის, ბრაზილიელი რობინიოს მიერ დუბლის შესრულებამ გაახარა.

"ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. დავამტკიცეთ, რომ უდიდესი კლუბი ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ.

მიხარია, რომ რობინიომ დუბლი შეასრულა, ახლა მან ასევე უნდა გააგრძელოს და გოლები გაიტანოს. ამ შემთხვევაში ჩვენს მწვრთნელს შეტევაში უფრო მეტი ვარიანტი ექნება", - თქვა შვედმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 500 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1