მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალს" ხუთპუნქტიანი პრეტენზია წაუყენა
9:27 PM
ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალს" ხუთპუნქტიანი პრეტენზია წაუყენა

ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალს" ხუთპუნქტიანი პრეტენზია წაუყენა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის შეგირდებს პრეტენზიები წაუყენა.

პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, არის სათამაშო კომპონენტები, რომელშიც "სამეფო კლუბი" სათანადო სიმაღლეზე ვერ დგას.

მოურინიოს აზრით, პირველ რიგში გუნდს კონცენტრაცია არ ყოფნის, რაზეც "რეალის" მიერ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაშვებული გოლები მეტყველებს.

მეორე - გუნდს ინტენსივობა აკლია, როდესაც მეტოქეს პრესინგს სთავაზობს. მოურინიომ სამაგალითოდ მხოლოდ "ხეტაფესთან" მატჩი მოიყვანა, როდესაც ამ კომპონენტში ყველაფერი რიგზე იყო.

მესამე - ის განაპირა მცველების შეტევაში ერთდროულად ჩართვით უკმაყოფილოა. მწვრთნელი ამტკიცებს, რომ ამ ტაქტიკური შეცდომის წყალობით მეტოქეები "რეალის" კარის აღების შანსს ხშირად იღებენ.

შემდეგ მან სტანდარტული მდგომარეობების გათამშების დროს თავისი მოთამაშეების მოქმედება აღნიშნა. მოურინიო მიიჩნევს, რომ "რეალის" ფეხბურთელები ხანდახან პოზიციებს არასწორად იკავებენ.

ბოლოს მან პრეტენზია ნახევარმცველებს წაუყენა. განსაკუთრებით ეს ცენტრალურ ზონაში მოთამაშე ნახევარმცველებს ეხებათ. მოურინიომ აღნიშნა, რომ მათ განაპირა ნახევარმცველების პოზიციები უნდა დააზღვიონ, როდესაც ეს უკანასკნელნი შეტევაში ერთვებიან.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 529 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1