მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალის" მოთამაშეებს მშიშრები უწოდა
5:58 PM
ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალის" მოთამაშეებს მშიშრები უწოდა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მის მოთამაშეებს "ბარსელონასი" ეშინიათ.

მწვრთნელმა თავის მოთამაშეებს უთხრა, რომ თუ "ბარსელონას" წინააღმდეგ მომავალშიც მსგავსი განწყობით გამოვლენ, როგორიც 18 იანვარს, "რეალი" კატალონიურ გუნდს ვერასდროს დაამარცხებს.

მოურინიოს მიერ მოთამაშეების გაკრიტიკების საბაბი "რეალის" ერთ-ერთი ფეხბურთელის მიერ მეგობრისთვის "ბარსელონასთან" მატჩის წინ გაგაზავნილი მესიჯი გახდა: "ასეთი შემადგენლობით ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ", - ნათქვამი იყო მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

მოგვიანებით შეტყობინების ტექსტი ესპანური მედიის საშუალებებით გავრცელდა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 506 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1