მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » ჟოზე მოურინიო ზაფხულში "რეალს" დატოვებს?
5:51 PM
ჟოზე მოურინიო ზაფხულში "რეალს" დატოვებს?

მადრიდის "რეალის" "განსაკუთრებული" თავკაცის, ჟოზე მოურინიოს კარიერაში შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს.

ბოლო დროს, "რეალის" ფეხბურთელებთან, სერხიო რამოსთან და იკერ კასილიასთან პორტუგალიელი სპეციალისტის კონფლიქტზე ბევრს საუბრობენ. ბილბაოს "ატლეტიკთან" ბოლო შეხვედრაში კი მოურინიოს "სამეფო კლუბის" ფანებმა უსტვინეს.

მატჩის შემდეგ ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა სირო ლოპესმა, მოურინიოსთან დაახლოებული წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა AS-ის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "განსაკუთრებულმა" "რეალის" ზაფხულში დატოვება უვკე გადაწყვიტა.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 504 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1