მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » ჟოზე მოურინიო: წავალ თუ არა მადრიდის "რეალიდან" ? ვფიქრობ, იცით როგორი იქნება ჩემი პასუხი
0:12 AM
ჟოზე მოურინიო: წავალ თუ არა მადრიდის "რეალიდან" ? ვფიქრობ, იცით როგორი იქნება ჩემი პასუხი

ჟოზე მოურინიო: წავალ თუ არა მადრიდის "რეალიდან" ? ვფიქრობ, იცით როგორი იქნება ჩემი პასუხი

ბოლო დროს პრესაში აქტიურად განიხილავენ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მიერ "სამეფო კლუბის" დატოვების საკითხს.

ამის შესახებ კითხვა "ლევანტესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც დაისვა. რაზეც პორტუგალიელმა ჩვეულ სტილში უპასუხა.

"წავალ თუ არა "რეალიდან" ? ვფიქრობ, იცით როგორი იქნება ჩემი პასუხი. მე არ ვავრცელებ ამ ჭორებს. ამის შესახებ სჯობს თქვენს ანონიმურ წყაროებს ჰკითხოთ. დასამატებელი არაფერი მაქვს", - განაცხადა მოურინიომ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 519 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1