მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » ჟოზე მოურინიო: სირცხვილი მადრიდის "რეალის" ფანებს!
4:30 PM
ჟოზე მოურინიო: სირცხვილი მადრიდის "რეალის" ფანებს!

ჟოზე მოურინიო: სირცხვილი მადრიდის "რეალის" ფანებს!

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "რაიო ვალეკანოსთან" მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის გულშემატკივრები გააკრიტიკა.

სირცხვილად მიმაჩნია ის, რომ მადრიდში ვთამაშობთ და სტადიონზე მხოლოდ 300 ჩვენი გულშემატკივარი იმყოფება. ჩემპიონატის ლიდერები ვართ, მაგრამ ხეტაფეში (მადრიდის გარეუბანი) სტადიონზე 30 გულშემატკივარი იყო, დღეს კი 300.

ჩვენ ფანებისთვის ვთამაშობთ და მათ მხარი უკეთესად უნდა დაგვიჭირონ.

რაც შეეხება მატჩს, "რაიო" დამარცხებას არ იმსახურებდა. ამას ვეთანხმებით, მაგრამ ვერ დავეთანხმებით მათ, ვინც ამბობს, რომ ცუდად ვთამაშობდით.

ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან ჩვენი მეტოქე შესანიშნავად ირჯებოდა", - თქვა მოურინიომ.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 487 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1