მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ჟოზე მოურინიო: ჩემი გუნდი უკეთესია და შინ მოვიგებთ
5:16 PM
ჟოზე მოურინიო: ჩემი გუნდი უკეთესია და შინ მოვიგებთ

ჟოზე მოურინიო: ჩემი გუნდი უკეთესია და შინ მოვიგებთ

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ცსკა-სთან (1:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაზე ისაუბრა.

"დიახ, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს მაინც კარგი შედეგია. შანსი ორივე გუნდს აქვს, თუმცა ჩემი გუნდი უკეთესია და შინ მოვიგებთ.

მატჩი რთული გამოვიდა. 2-3 საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ამით ყველაფერი დასრულდებოდა.

შეხვედრის ბოლოს არბიტრმა ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმა არ დანიშნა. არა უშავს, 1:1 სტუმრად კარგი შედეგია.

რაც შეეხება ცსკა-ს, მოსკოველებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და ბოლომდე იბრძოლეს. არბიტრმა ცსკა-ს ფეხბურთელებს აგრესიულად თამაშის საშუალება მისცა და მათ შეხვედრა ყვითელი ბარათების გარეშე ჩაამთავრეს", - განაცხადა მოურინიომ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 516 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1