მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » ჟოზე მოურინიო არბიტრს - თქვენ იმათ "ჟიმავთ", ვინც მართლა მუშაობს
11:53 PM
ჟოზე მოურინიო არბიტრს - თქვენ იმათ "ჟიმავთ", ვინც მართლა მუშაობს

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელადიო პარამესმა პორტუგალიელ სპეციალისტსა და "ბარსელონა"-"რეალის" (2:2) მატჩის არბიტრ ფერნანდო ტეიშეიროს შორის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.

პარამესის თქმით, მოურინიომ სხვა რაღაცეებიც უთხრა ტეიშეიროს, რაც გაზეთში არ გამოქვეყნდა.

"მან არბიტს უთხრა: თქვენ იმათ "ჟიმავთ", ვინც მართლა მუშაობს. ადრეც ვიძახდი, თუ "ბარსელონა" მეტოქეზე უკეთ თამაშობს, ის იმარჯვებს, მაგრამ, როცა მეტოქე თამაშობს კატალონიელებზე უკეთ, მაშინ არბიტრი ყველაფერს აკეთებს, რომ "ბარსელონამ" მოიგოს" - განაცხადა პარამესმა AS-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტეიშეირომ მატჩის განმავლობაში "ბარსელონას" კარში, ხელით თამაშის გამო, პენალტი არ დანიშნა, სერხიო რამოსის გოლი არ ჩათვალა და "რეალის" მცველი მოედნიდან გააძევა.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 488 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1