მთავარი » 2012 » თებერვალი » 7 » ჟერარდ პიკეს ბიოგრაფია
8:46 PM
ჟერარდ პიკეს ბიოგრაფია

პირადი მონაცემები
სრული სახელი ჟერარდ პიკე ბერნაბეუ
დაბ. თარიღი 2 თებერვალი, 1987
დაბ. ადგილი ბარსელონა, ესპანეთი
სიმაღლე 1.92 მ სმ.
პოზიცია ცენტრალური მცველი
ეროვ. ნაკრები ესპანეთი 14(4)
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი ბარსელონა
ნომერი 3
კარიერა
კლუბები 1997-2004 ბარსელონა
2004-2008 მანჩესტერ იუნაიტედი 12(0)
2006-2007რეალ სარაგოსა 22(2)
ბარსელონა47 (3)

ჟერარდ პიკე (ესპ. Gerard Piqué; დ. 2 თებერვალი, 1987, ბარსელონა) — ესპანელი ფეხბურთელი. თამაშობს საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში.

2004 წელს ბარსელონას ახალგაზრდული გუნდიდან მანჩესტერ იუნაიტედს მიაშურა. აქ 4 წელი გაატარა, შემდეგ კი ხოსეპ გვარდიოლას მიერ დამოძღვრილ ბარსელონაში დაბრუნდა და დაეხმარა გუნდს გამხდარიყო პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც მოახერხა ერთ სეზონში სამი ჯილდოს, ე.წ. ტრიპლეტის მოგება. პიკე იმ სამ ფეხბურთელს შორისაა (მარსელ დესაი და პაულუ სოუზა), რომლებმაც ორი წლის მანძილზე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

ჟერარდ პიკე 2009 წლის 11 თებერვლიდან არის ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. 2009 წლის სექტემბრის მონაცემებით მან ნაკრებში ჩაატარა 13 თამაში და გაიტანა 4 გოლი.
ბიოგრაფია

ხერარდ პიკე დაიბადა 1987 წლის 2 თებერვალს და იმ დღიდან მოყოლებული "ბარსელონას” კლუბის წევრია. პიკე ძალზე პატარა იყო, როდესაც კლუბში ჩაირიცხა, ხოლო 10 წლის ასაკში Avelin B–ს წევრი გახდა. მას შემდეგ "ბარსას” მესამე ნომერმა კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა. Cadet B-ში თამაშის დროს პიკეს მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო, რომელიც მას "ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ, პეპ გვარდიოლას თანაშემწის როლში დახვდა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პიკემ უნივერსალურობამდე მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, არც გოლების გატანას ერიდებოდა. 2003/04 წლების სეზონში ახალგაზრდა მცველმა მშობლიურ კლუბთან გამომშვიდობება და "მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება გადაწყვიტა. ინგლისში გადაბარგებიდან სამ კვირაში მას ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, როდესაც "მანჩესტერი” კერლინგის თასზე "ქრიუ ალექსანდრას” დაუპირისპირდა. ფერგისუონის გუნდში პიკე 2005/06 წლების სეზონის გაჩერდა, შემდეგ კი "სარაგოსაში” იქნა განათხოვრებული. არაგონულ კლუბში პიკე უმეტესად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. 2006/07 წლებში, "სარაგოსას” შემადგენლობაში, იმედისმომცემმა მცველმა 22 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 18 -ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. იმ სეზონში პიკეს გუნდში გაბრიელ მილიტოსთან ერთად უწევდა თამაში. ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით მისი თანაგუნდელი "ბარსელონაშიც” გახდა. 2007/08 წლების სეზონი პიკემ კვლავ "მანჩესტერში” გაატარა და როგორც პრემიერლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა. უმაღლეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე კი კატალონიელმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანა მოახერხა. 2008/09 წლების სეზონში კი პიკე სამშობლოში დაბრუნდა. "ბარსელონაში” დაბრუნებიდან პირველივე სეზონში კი პიკემ დაამტკიცა, რომ პეპ გვარდიოლა მასზე იმედებს ტყუილად არ ამყარებდა. ცოტა ხანში პიკე კლუბისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა და ტრიუმფალურ სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში თავი გატანილი გოლით სამჯერ გამოიჩინა. პიკე როგორც დაცვითი ფუნქციების კარგი შესრულებით, ასევე შეტევების წამოწყებით და მათ დასკვნით ეტაპზე კარგი თამაშითაც გამოირჩეოდა. ამის ნათელი მაგალითია მისი მოგვარის სახელობის სტადიონზე, "რეალთან” 6:2 მოგებულ შეხვედრაში მის მიერ გატანილი ბოლო გოლი. გარდა საკლუბო წარმატებისა, პიკესთვის არც ნაკრებში თამაშია უცხო. კატალონიელ ფეხბურთელს ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდთან ერთად კანადის 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 19 წლამდელთა ნაკრებში პოლონეთის 2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე (რომელიც ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა) და 17 წლამდელთა ნაკრებში საფრანგეთის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე (ესპანეთი ფინალში დამარცხდა) მონაწილეობდა. 2009 წლის 6 თებერვალს კი პიკემ ეროვნულ ნაკრებსაც გაუგო გემო, ითამაშა რა საებიუტო შეხვედრა ინგლისთან. ოფიციალურ დონეზე კი კანტერანომ 2009 წლის კონფედერაციის თასზე, სამხრეთ აფრიკაში ითამაშა. თვისებები კატალონიელი ფეხბურთელი საკმაოდ მაღალი, 192 სანტიმეტრია და 86 კილოს იწონის. ამ მონაცემების საშუალებით იგი კარგად იბრძვის მეორე სართულზე. გარდა ამისა, ამ თვისებებს პიკე კარგად იყენებს შეტევის დროსაც. გარდა ცენტრალური მცველისა, პიკეს თამაში საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია, რაც მან "სარაგოსაში” ასპარეზობის პერიოდში დაამტკიცა. მიღწევები ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09, 2009/10, 2010/11 ესპანეთის თასი – 2008/09 ესპანეთის სუპერთასი – 2009/10, 2010-11 ჩემპიონთა ლიგა – 2008/09, 2010/11 ევროპის სუპერთასი – 2009/10 მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10 მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგა – 2007/08 კერლინგის თასი – 2005/06 ჩემპიონთა ლიგა – 2007/08 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი - 2010 ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონი – 2005/06 ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი – 2003/04


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 524 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1