მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » "ზესტაფონი" დედაქალაქში დაბანაკდა
8:35 PM
"ზესტაფონი" დედაქალაქში დაბანაკდა

"ზესტაფონი" დედაქალაქში დაბანაკდა


დიდთოვლობამ ზესტაფონში ვარჯიში შეუძლებელი გახადა და ამიტომაც საქართველოს ჩემპიონებმა ხანმოკლე შეკრების ჩასატარებლად დედაქალაქს მიაშურეს.

"ზესტაფონი" "ბენდელას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობს და 19 თებერვლამდე თბილისში დარჩება. სეზონს გიორგი ჭიაბრიშვილი სწორედ ამ დღეს განაახლებს "გაგრასთან" გასვლითი მატჩით.

"ზესტაფონი" ამ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. ზურგის ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს შოთა ბაბუნაშვილი. მის მსგავსად, დაახლოებით ერთი თვე გაუცდება გიორგი ხიდეშელსაც. "ზესტაფონის" მცველმა მუხლის ჯვარედინ მყესებზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა და ესპანურ შეკრებაზე ერთ საკონტროლო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამის შემდეგ ვარჯიშზე დაშავდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ მას ძველი ტრავმის რეციდივი აღმოაჩნდებოდა და ხიდეშელი გამოკვლევებზე ბელგიაში გაუშვეს, თუმცა ეს შიში არ გამართლდა და გიორგის მენისკის პრობლემა დაუდგინდა. ბუნებრივია, სასიამოვნო არც ეს ამბავია, თუმცა იმასთან შედარებით, რაც ხიდეშელმა გადაიტანა, მცირედი უსიამოვნებაა.

"ზესტაფონს" "გაგრასთან" სავარაუდოდ, ვერც თავდასხმის ლიდერი ჯაბა დვალი დაეხმარება, რომელიც ასევე ესპანეთში დაშავდა და "კრილია სოვეტოვთან" ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში ვერ ითამაშა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 469 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1