მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » "ზესატფონმა" და თბილისის "დინამომ" გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგეს
5:20 PM
"ზესატფონმა" და თბილისის "დინამომ" გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგეს

"ზესატფონმა" და თბილისის "დინამომ" გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგეს

საქართველოს ჩემპიონატის უამინდობის გამო გადადებული, მე-19 ტურის მატჩები გაიმართა.

წინა ტურის მსგავსად, ისევ თავთავიანთი მოიგეს "ზესტაფონმა" და თბილისის "დინამომ".

საქართველოს მოქმედ ჩემიონებს ზუგდიდის "ბაისთან" საშინაო მატჩში გამარჯვება, შოთა გრიგალაშვილის 79-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა.

გიორგი დევდარიანის შეგირდებმა კი ბოლნისის "სიონთან" გამარჯვება შეხვედრის ბოლო წუთებზე შეძლეს, დინამოელებს სამი ქულა 90-ე წუთზე გუნდის ახალწვეულმა ირაკლი ძარიამ შესძინა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის "დინამოს" მაისურით პირველი ოფიცალური შეხვედრა გოგიტა გოგუამ და ესპანელმა ლეგიონერმა ანდრეუმ ჩაატარეს.

საქართველოს ჩემპიონატი. XIX ტური
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 0:0 (0:0)

ზესტაფონი-ბაია 1:0 (0:0)
გოლები: 1:0 გრიგალაშვილი (79)

მერანი-კოლხეთი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 პავლიაშვილი (43), 0:2 ტუღუში (85,პენ.)

დინამო-სიონი 1:0 (0:0)
გოლები: 1:0 ძარია (90)

დილა-მეტალურგი (გადაიდო 1 მარტისთვის)

ტორპედო-გაგრა (16:00)

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 492 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1