მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ნაკრებში ისინი მოხვდებიან, ვინც ამას იმსახურებს
11:47 PM
ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ნაკრებში ისინი მოხვდებიან, ვინც ამას იმსახურებს

ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ნაკრებში ისინი მოხვდებიან, ვინც ამას იმსახურებს

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წასაყვანი მოთამაშეების სიის შედგენისას ულმობელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების მთავარ მწვრთნელს ამა თუ იმ მოთამაშეზე ხალხის აზრის მოსმენა ხშირად უწევს.

"არ ვფიქრობ, რომ იმ მოთამაშეთა სიაზე, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, საგანგებოდ უნდა ვილაპარაკო. ეროვნულ ნაკრებში ისინი მოხვდებიან, ვინც ამას იმსახურებს. ექსპერიმენტებისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს", - განაცხადა დელ ბოსკემ.

რაც შეეხება თავისი გუნდის შანსებს, მწვრთნელმა თქვა: "ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ყველა გუნდთან საბრძოლველად მივდივართ. ზედმეტი თავდაჯერებით საქმეს არ გავიფუჭებთ", - განაცხადა დელ ბოსკემ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 491 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1