მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)
12:20 PM
ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)

ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)

სრული სახელი West Ham United Football Club
მეტსახელი The Hammers, The Irons
The Academy of Football
დაარსდა 1895
სტადიონი ბოლეინ გრაუნდი (აპტონ პარკი)
(ტევადობა: 35,303)
პრეზიდენტი დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი (60%)
მწვრთნელი ავრამ გრანტი
კაპიტანი მეთიუ აპსონი
ლიგა პრემიერ-ლიგა
2009–10 17

"ვესტ ჰემ იუნაიტედი" (ინგ. West Ham United Football Club) - ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონი დასავლეთ ნაწილში პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბის მოედანი - აპტონ პარკი მდებარეობს Green Street-ზე. ვესტ ჰემის ფან-კლუბზე აგებული არის ფილმი - Green Street Hooligans - მწვანე ქუჩის ხულიგნები.

თავდაპირველად გუნდი ფორმირებული იყო მეტალურგიური ქარხნის მუშებისაგან 1895 წელს და ერქვა Thames Ironworks F.C. 5 წლის შემდეგ კლუბს სახელი გადაერქვა და დაერქვა "ვესტ ჰემ იუნაიტედი". თავდაპირველად "ჩაქუჩები" ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ლიგებში ასპარეზობდნენ, ხოლო უკვე 1919 წელს გაწევრიანდნენ ფეხბურთის ლიგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და 4 წლის შემდეგ გახდნენ ჩემპიონები. 1964 წელს გავიდნენ ინგლისის თასის ფინალში, რომელშიც გაიმარჯვეს და 64, 75 და 80 წლებში გახდნენ ინგლისის თასის სამგზის ჩემპიონები. ასევე 1964/62 წელს მოიგეს თასის მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს ინტერტოტოს თასი.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 შემადგენლობა
3 ტიტულები
4 ცნობილი ფეხბურთელები
5 ხელმძღვანელობა
6 მწვრთნელები
7 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1895 წელს სახელწოდებით "Thames Ironworks F.C.” მაშინ კლუბს ფლობდა მეტალურგიული და გემთმშენებელი კომპანია "Thames Ironworks and Shipbuilding Co. Ltd”, რომელსაც არნოლდ ჰილსი და წამყვანი სპეციალისტი დეივ ტეილორი მართავდნენ. "The Irons”–მა ლონდონის ლიგაში თამაში 1896 წელს დაიწყო და 1897/98 წლებში ამ ლიგის გამარჯვებულიც გახდა. კლუბი გახდა პროფესიონალური 1898 წელს, მას შემდეგ, რაც სამხრეთი ლიგის მეორე დივიზიონში დაიწყო თამაში. ეს ტურნირი გუნდმა პირველივე მცდელობაზე მოიგო. როდესაც 1900 წელს კლუბი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სახელი შეიცვალა და დაირქვა "West Ham United F.C.”

1900 წელს კლუბი თამაშობდა Memorial Ground–ზე, რომელიც მდებარეობდა პლაისტოუში. ამის შემდეგ გადავიდა „აპტონ პარკზე", რომელიც აშენების დღიდან პირველ სათამაშო სეზონამდე ატარებდა სახელწოდებას The Castle. მისამართზე Grange Road, London, E13 ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ორიგინალური სტადიონი, ნამდვილი ციხესიმაგრე, ისეთივე, როგორიც ის იყო აშენების დღიდან. „ვესტ ჰემი" ფეხბურთის ლიგას 1919 წელს შეუერთდა და პირველ დივიზიონში პირველად 1923 წელს ააღწია. კლუბს აქვს მოგებული ასოციაციის თასი სამჯერ: 1963/64, 1974/75 და 1979/80 წლებში.


კაპიტანი ბობი მური თასს კოცნის

1961 წელს შეიცვალა მწვრთნელი და სათავეში მოვიდა რონ გრინვუდი. მისი თაოსნობით „ვესტ ჰემმა" 1964 წელს მოიგო ასოციაციის თასი, დაამარცხა რა ფინალში „პრესტონი" ანგარიშით 3:2. აღსანიშნავია, რომ "ჩაქუჩებმა" ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" სძლიეს. გუნდი ამაზე არ შეჩერებულა და ევროარენაზე უდიდესი წარმატება ჰპოვა, როდესაც თასთა თასის ფინალში "მიუნხენ 1860" 2:0 დაამარცხა.

70–იან წლებში წავიდა არაერთი წამყვანი ფეხბურთელი და წავიდა ასევე გრინვუდიც. ახალი მწვრთნელი გახდა ჯონ ლაიალი. ლაიალის გუნდმა 1975 წელს მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1976 წელს "ვესტ ჰემს" შეეძლო გაემეორებინა იგივე, რაც გრინვუდის დროს გააკეთა და მოეგო თასთა თასი, მაგრამ ფინალში დამარცხდა ბელგიურ "ანდერლეხტთან". ამის შემდეგ კლუბის საქმეები ცუდად წავიდა და 1978 წელს კლუბი გავარდა მეორე დივიზიონში.

სამი წლის შემდეგ კლუბი დაბრუნდა და 1980 წელს ისტორიაში მესამედ მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1981 წელს კი ახლოს იყო ლიგის თასის მოგებასთან, მაგრამ ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა. ამავე წელს კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა პირველ დივიზიონში, რაც გუნდის მიერ ნაჩვენებ საუკეთესო რეზულტატად ითვლება დღემდე. 1989 წელს "ვესტ ჰემი" კვლავ გავარდა მეორე დივიზიონში, 2 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ 1992 წელს კვლავ დაქვეითდა.

90–იანი წლების დასაწყისში ბილი ბონდსი ჰარი რედნაპმა ჩაანაცვლა. კლუბი მალევე დაბრუნდა ახლად შექმნილ პრემიერ ლიგაში. რედნაპი ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია კლუბის ისტორიაში. მან "ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგაში დაამკვიდრა და 1999 წელს "ინტერტოტოს თასიც" მოაგებინა.

2002/03 სეზონი კლუბისათვის საშინელი აღმოჩნდა. მათ ტურნირის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ პირველად მოახერხეს საშინაო გამარჯვების მოპოვება და გავარდნენ ჩემპიონშიფში. შემდეგ სეზონში გააღწია ჩემპიონშიფის პლეი–ოფში და შეეძლო კიდეც ელიტაში დაბრუნება, თუმცა ფინალურ შეხვედრაში „კრისტალ პალასთან" დამარცხდა. 2004/05 სეზონის ბოლოს, გულშემატკივრების მხრიდან ალან პარდიუზე დიდი გავლენის წყალობით კლუბმა ჩემპიონშიფში მეექვსე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს" კვლავ მოუწია პლეი–ოფი, რომელშიც გამარჯვებული გამოვიდა და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. პლეი–ოფის პრიველ ეტაპზე, „აპტონ პარკზე" ფრედ 2–2 დასრულდა მატჩი „იპსვიჩთან" (რომელმაც ჩემპიონშიფში მესამე ადგილი დაიკავა, გადაასწრო რა „ჩაქუჩებს" 12 ქულით), ხოლო „პორტმენ როდუზე" კი ლონდონელებმა 0–2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ფინალში „ვესტ ჰემი" შეხვდა „პრესტონს" და მოუგო 1–0, რისი წყალობითაც დაბრუნდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, პრემიერ ლიგაში.
შემადგენლობა [რედაქტირება]
2011 წლის 6 მარტისთვის.ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 მეკარე რობერტ გრინი
2 მცველი უინსტონ რიდი
4 მცველი დენი გაბიდონი
5 მცველი ჯეიმს ტომკინსი
7 ნახევარმცველი კირონ დაიერი
8 ნახევარმცველი სკოტ პარკერი
9 თავდამსხმელი კარლტონ კოული
10 ნახევარმცველი ჯეკ კოლისონი
11 ნახევარმცველი ტომას ჰიცლშპერგერი
12 ნახევარმცველი პაბლო ბარერა
13 ნახევარმცველი ლუის ბოა მორტე
14 ნახევარმცველი რადოსლავ კოვაჩი
15 მცველი მეთიუ აპსონი
16 ნახევარმცველი მარკ ნობლი
17 თავდამსხმელი ბენედიქტ მაკკარტი
18 მცველი ჯონათან სპექტორი
19 თავდამსხმელი ფრედი სირსი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
20 მცველი ჟულიენ ფობერი
21 თავდამსხმელი დემბა ბა
22 მცველი მანუელ და კოსტა
23 მცველი ჰერიტა ილუნგა
24 თავდამსხმელი ფრენკ ნოუბლი
25 ნახევარმცველი ჯუნიორ სტანისლასი
26 თავდამსხმელი ზავონ ჰაინსი
27 მცველი ჯორდან სპენსი
28 მეკარე პიტერ კურუჩი
29 მეკარე მარეკ სტეჩი
30 თავდამსხმელი ფრედერიკ პიკიონი
31 მეკარე რუუდ ბოფინი
32 ნახევარმცველი გარი ო'ნილი
33 თავდამსხმელი ვიქტორ ობინა (არენდით ინტერიდან)
34 თავდამსხმელი რობი კინი (არენდით ტოტენჰემიდან)
36 მცველი უეინ ბრიჯი (არენდით სიტიდან)
37 მცველი ლარს იაკობსენი


ტიტულები [რედაქტირება]
ინგლისის ასოციაციის თასი: 3
1964, 1975, 1980
თასების თასი: 1
1965
ინტერტოტოს თასი: 1
1999
ბობი მურის თასი: 1
2008
SBOBET–ის თასი: 1
2010


ცნობილი ფეხბურთელები [რედაქტირება]
ჯეფრი ჰერსტი
ბობი მური
მარტინ პიტერსი
ელვინ მარტინი
ფრენკ ლამპარდი (უფროსი)
ბილი ბონდსი
ტრევორ ბრუკინგი
ფილ პარსკი
ალან დევონშაირი
დევიდ ჯეიმსი
გლენ ჯონსონი
პოლ ინსი
მაიკლ კერიკი
ჯო კოული
ფრენკ ლამპარდი
სკოტ პარკერი
სტიუარტ პირსი
ბრაიან რობსონი
რიო ფერდინანდი
ტედი შერინგემი
ხავიერ მასკერანო
კარლოს ტევესი
პაოლო დი კანიო
ლუის ბოა მორტე
სერგეი რებროვი
ლუდეკ მიკლოშკო
ტომაშ რიეპკა
სტიუარტ რეი
კრეიგ ბელამი
ბარი ნივენჰოუსი


ხელმძღვანელობა [რედაქტირება]

კლუბის ხელმძღვანელობა/დირექციათანამდებობა სახელი
მფლობელი დევიდ სალივანი
მფლობელი დევიდ გოლდი
ვიცე–პრეზიდენტი კარენ ბრეიდი
ფინანსური დირექტორი ნიკ აიგო
აღმასრულებელი დირექტორი ბობ ელისი
საფეხბურთო მდივანი პიტერ ბარნსი
კორპორატიულ საქმეთა დირექტორი იან ტომპკინსი
ოპერაციების დირექტორი ბენ აილინვორთი
კომერციული დირექტორი ბარი ვებერი
მედია ხელმძღვანელი გრეგ დემეტრიო


სამწვრთნელო შტაბითანამდებობა სახელი
მთავარი მწვრთნელი ავრამ გრანტი
ასისტენტი პოლ გროუვსი
პირველი გუნდის მწვრთნელი კევინ კინი
სარეზერვო გუნდის მწვრთნელი ალექს დაიერი
სარეზერვო გუნდის მწვრთნელი როჯერ ქროსი
ფიზიოთერაპევტი ენდი როლსი
სამედიცინო სამსახური სენ ჰოვლეტი MBBS,MRCGP
კლუბის ექიმი გეს შტაინბერგსი
აკადემიის დირექტორი ტონი კარი
მეკარეების მწვრთნელი დევიდ კოულსი

მწვრთნელები [რედაქტირება]
1901–1932 სიდ კინგი
1932–1950 ჩარლი პეინტერი
1950–1961 ტედ ფენტონი
1961–1974 რონ გრინვუდი
1974-1989 ჯონ ლაიალი
1989-1990 ლუ მაკარი
1990-1994 ბილი ბონდსი
1994-2001 ჰარი რედნაპი
2001-2003 გლენ რიოდერი
2003-2006 ალან პარდიუ
2006-2008 ალან კერბიშლი
2008-2010 ჯანფრანკო ძოლა
2010– ავრამ გრანტი

კატეგორია: კლუბების ისტორიები | ნანახია: 733 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1