მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » ვალტერ სამუელი განიკურნა
7:29 PM
ვალტერ სამუელი განიკურნა

ვალტერ სამუელი განიკურნა

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალტერ სამუელი სრულად გამოჯანმრთელდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ პაექრობაში ასპარეზობას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მილანურ გრანდს ფრანგულ მარსელის "ოლიმპიკთან" მოუწევს შეტოქება. არგენტინელმა მცველმა ტრავმის გამო "ინტერის" ბოლო შეხვედრები გამოტოვა და თუ რა დღე დაადგათ იმ მატჩებში მილანელებს, ყველასათვის კარგად ცნობილია. თუნდაც ბოლო თამაში ავიღოთ, რომელშიც "ნერაძური" საკუთარ მოედანზე "ბოლონიასთან" განადგურდა, 0:3.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პაექრობაში სამუელს ანდრეა რანოკია ცვლიდა და არაერთი უხეში შეცდომით დაგვამახსოვრა თავი. მოკლედ, სამუელი "ინტერისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამას კლაუდიო რანიერიც ადასტურებს:

"ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და ეს ძალიან მახარებს. ვალტერ სამუელის გარეშე დაცვაში აშკარად გაგვიჭირდა და მის დაბრუნებას სულმოუთქმელად ველოდებოდი. მიკრო-ტრავმები აწუხებთ ვესლი სნეიდერს, დუგლას მაიკონსა და დიეგო ფორლანს - დიდი იმედი მაქვს, რომ ისინიც მალე დაუბრუნდებიან მოედანს".


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 478 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1