მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ვალტერ მაძარი: "ნაპოლიმ" უამრავი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან
11:24 PM
ვალტერ მაძარი: "ნაპოლიმ" უამრავი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან

ვალტერ მაძარი: "ნაპოლიმ" უამრავი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რომლის გუნდიც იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "სიენასთან" დამარცხდა, თამაშის შემდეგ სახიფათო მომენტების ცუდ რეალიზაციაზე დაიჩივლა.

"სინეას" გამარჯვებას ვულოცავ, მაგრამ ჩვენ უამრავი საგოლე მომენტ გავუშვით ხელიდან. მიმდინარე სეზონში ძალიან ხშირად ვფლანგავთ საგოლე შანსებს.

ასეთი თამაშით "ნაპოლის" არცერთხელ უნდა გაეშვა გოლი, მაგრამ ყველაფერი ორმა შეცდომამ გადაწყვიტა.

ასეთი ამბები ჩვენს თავს მუდმივად ხდება. ჩემი გუნდი ბოლომდე ცდილობდა და არამხოლოდ ფრეს, გამარჯვებასაც იმსახურებდა", - თქვა მაძარიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 423 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1