მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » უეინ რუნი: "ლივერპულთან" მატჩს მოუთმენლად ველი
11:51 PM
უეინ რუნი: "ლივერპულთან" მატჩს მოუთმენლად ველი

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ინგლისის თასზე "ლივერპულთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ლივერპულთან" შეხვედრა ადვილი არ იქნება, მაგრამ, როგორც ფეხბურთელი, ასეთ დაპირისპირებებს მოუთმენლად ველი. მსგავსი ტიპის მატჩები უნდა მოიგო.

სეზონის ეს ნაწილი ყოველთვის მომწონდა. ვფიქრობ, ახალი წლის შემდეგ მუდამ კარგ ფორმაში ვხვდებით შეხვედრებს, რადგან სეზონის დასასრული ახლოვდება.

ტიტულებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მატჩები გველის", - განაცხადა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" შეხვედრა შაბათს, 16:45 საათზე გაიმართება.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 459 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1