მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » უეინ რუნი: ჩვენი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე გავიმარჯვოთ
4:38 PM
უეინ რუნი: ჩვენი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე გავიმარჯვოთ

უეინ რუნი: ჩვენი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე გავიმარჯვოთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდმასხმელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის კარგად აეწყო.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფორვარდმა ყველა ტურნირში ერთად 19 გოლი გაიტანა.

"წითელი ეშმაკების" ლიდერი მიიჩნევს, რომ ინგლისის ჩემპიონატისა და ევროპის ლიგაში მისი გუნდი წარმატებას მიაღწევს.

"ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გავარდნა ჩვენთვის შოკი იყო, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატში კარგი პოზიცია გვიკავია. "მანჩესტერ სიტის" ოდნავ ჩამოვრჩებით, მითუმეტეს, რომ სეზონის დასრულებამდე კიდევ საკმაოდ ბევრი მატჩი დარჩა.

დარწმუნებლი ვარ, რომ შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას. პირადად ჩემთვის, მიმდინარე სეზონი კარგად მიდის. 19 გოლი უკვე გავიტანე და იმედია ამაზე არ გავჩერდები.

ვფიქრობ, ინგლისის ნაკრები ევრო 2012-ზე წარმატებულად იასპარეზებს, ჩვენი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე გავიმარჯვოთ", - თქვა რუნიმ.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 534 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1