მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » თემურ ქეცბაია 21-ე საუკუნის რჩეულ მწვრთნელთა შორის დაასახელეს
9:07 PM
თემურ ქეცბაია 21-ე საუკუნის რჩეულ მწვრთნელთა შორის დაასახელეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.

სიაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც მოხვდა, რომელიც 4 ქულით 166-ე ადგილზე იმყოფება.

პირველ პოზციას კი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი იკავებს, მას მხოლოდ ერთი ქულით ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ჩამორჩება.

მე-3 ადგილზე ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული კატალონიის "ბარსელონას" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა სიაში 22-ეა.

გთავაზობთ პირველ ათეულს:
1. ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია) - 166
2. არსენ ვენგერი (საფრანგეთი) - 165
3. ჟოზე მოურინიუ (პორტუგალია) - 154
4. ფაბიო კაპელო (იტალია) - 135
5. გუს ჰიდინკი (ჰოლანდია) - 112
6. კარლო ანჩელოტი (იტალია) - 108
7. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი) - 104
8(9). მარსელო ბიელსა (არგენტინა) - 101
8(9).ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია) - 101
10. რაფა ბენიტესი (ესპანეთი) - 97

166. თემურ ქეცბაია - 4

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 461 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1