მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » ტურინის "იუვენტუსს" ვერც თოვლი აჩერებს
9:27 PM
ტურინის "იუვენტუსს" ვერც თოვლი აჩერებს

ტურინის "იუვენტუსს" ვერც თოვლი აჩერებს

ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ ნამდვილად გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი - "იუვენტუს არენაზე" გამართული პაექრობა უმაღლეს ტემპში, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტებიც ორივე კართან უხვად შეიქმნა.

ტერიტორიულ უპირატესობას რა თქმა უნდა ტურინელები ფლობდნენ, უდინელები კი კონტრშეტევებზე ირჯებოდნენ და პერიოდულად, ეს საქმე შესანიშნავად გამოსდიოდათ.

იტალიელ ჟურნალისტთა მოლოდინი არ გამართლდა - ანტონიო კონტემ ალესანდრო დელ პიერო თადარიგში დატოვა, შეტევის წინა ხაზზე კი ალესანდრო მატრი, ფაბიო კვალიარელა და მარსელო ესტიგარიბია გაამწესა. ეს უკანასკნელი ტრავმირებულ სიმონე პეპეს ცვლიდა და აქედანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, აქვე დავძინოთ, რომ პეპე არა ტრავმირებული, არამედ ახლადგამოჯანმრთელებული გახლავთ - სრულად დატვირთვა არ შეეძლო და მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე მეორე თამაშია კონტე მოედნის ცენტრში ამწესებს ემანუელე ჯაკერინის და ეს უკანასკნელიც შესანიშნავად ასპარეზობს - არც ერთი წუთი არ ჩერდება, მუდმივად მოძრაობაშია და ანდრეა პირლოსთან ერთად, ფაქტობრივად თამაშის მიმდინარეობას განსაზღვრავს.

რაც შეეხება "უდინეზეს", ფრანჩესკო გვიდოლინმა უკიდურესად ფრთხილი სტრატეგია აირჩია და გუნდი ფაქტობრივად 4-5-1 ტაქტიკით განალაგა. შეტევის წინა ხაზზე ეულად მყოფ ანტონიო დი ნატალეს არც გაბრიელ ტორიე მიახმარა, არც ანტონიო ფლორო ფლორესი და ეს უკანასკნელი მხოლოდ მეორე ტაიმში ჩართო საქმეში.

ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე გაიხსნა, თუმცა იქამდე ტურინელებს არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა - მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ სამირ ჰანდანოვიჩი იყო მოწოდების სიმაღლეზე და ბევრჯერ გამოავლოინა უმაღლესი სამეკარეო ოსტატობა.

იგივე შეიძლება ითქვას პირველი გოლის ეპიზოდზე, რომელზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა - ესტიგარიბიამ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ერთ მეტოქეს კარგად აუარა გვერდი და საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ფაბიო კვალიარელას თავური მოჰყვა, ჰანდანოვიჩმა სასწაულებრივ მოიგერია ბურთი, თუმცა დამატებაზე პირველი ალესანდრო მატრი გაჩნდა და თავის გამოჩენა აღარ გასჭირვებია, 1:0.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეორე ნახევარში ფლორო ფლორესი გამოჩნდა მინდორზე, "უდინეზემ" კი ორი გამოკვეთილი შემტევით განაგრძო თამაში. ამან მალევე გამოიღო შედეგი და 56-ე წუთზე ანგარიში სწორედ შეცვლაზე შესულმა ფლორო ფლორესმა გაათანაბრა - უდინელებმა ჩვეული კონტრშეტევა წამოიწყეს, მეტოქის საჯარიმოსკენ დაძრულ მაურისიო ისლას მარჯვნივ დი ნატალე ეხსნებოდა, მარცხნივ კი ფლორესი - ყველას ეგონა, რომ გადაცემა ტოტოზე გაკეთდებოდა, თუმცა ჩილელმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი მარცხნივ გაგზავნა, ფლორო ფლორესის დარტყმული კი უზადო გამოდგა, 1:1.

უდინელებს დიდხანს არ დასცალდათ სიხარული - შეშფოთებულმა ანტონიო კონტემ თამაშში კლაუდიო მარკიზიო ჩართო, რამაც შედეგი ძალიან მალე გამოოღო: 62-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კლაუდიომ ურთულეს ვითარებაში გაუკეთა პასი მატრის და ამ უკანაკნელმაც უზუსტესი დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე, 2:1.

დარჩენილ დროში უდინელებისგან მეტ აქტიურობას ველოდით, მაგრამ ამაოდ - თითქოს დაიღალნენ "ფრიულის" ბინადრები და ტურიბელებს ანგარიშის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ. სანამ სიტყვას კონტეს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ შეხვედრა ძლიერი თოვლნარევი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრას ამით არაფერი დაჰკლებია - არც მოთამაშეები სრიალებდნენ და ბურთიც თავისუფლად გორავდა. არადა, იტალიის ნებისმიერ სხვა სტადიონზე, თამაში ალბათ შეწყდებოდა და გადასადები გახდებოდა - აი ასეა, ახალი სტადიონები და ინფრასტრუქტურა კალჩოს დღეს ჰაერივით სჭირდება.

აქვე, კონტეს მატჩისშემდგომი კომერნტარი:

"მთლიანობაში ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა და გულშემატკივრებმა დიდი სიამოვნება მიიღეს, თუმცა მე მაინც უკმაყოფილო დავრჩი. უფრო სწორად, შედეგით გახარებული ვარ, მაგრამ წუნი მაინც ბევრი გვქონდა. ძალიან ხშირად ვკარგავდით ბურთს მოედნის ცენტრში და მეტოქეს კონტრიერიშების საშუალებას ვაძლევდით.

მხოლოდ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ "უდინეზე" შესანიშნავი გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში აბსოლუტურად ყველას უჭირს. თუმცა, უნდა დავანებოთ სხვებს თავი და ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარი შეცდომები დეტალურად გავაანალიზოთ. ვნახოთ, იმედია მომდევნო შეხვედრაში წუნი ნაკლები გვექნება".

* * *
კვირის შეხვედრებიდან "ინტერის" მარცხი უნდა გამოვყოთ. კლაუდიო რანიერის გუნდმა მოგებათა სერია ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან შეწყვიტა და ნათლად დაგვანახა, რომ ამ გუნდის სასკუდეტო ამბიციებზე ლაპარაკი ცოტა გადამეტებული იყო. ზოგადად, რანიერის სჩვევია გამარჯვებათა სერიები და შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ყველაფრის გაფუჭება.

ერთადერთი გოლი ჯაკომაციმ გაიტანა, შესანიშნავად გაეხსნა მასიმო ოდოს, კარგი პასიც მიიღო, კიდევ უკეთესად დაარტყა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 1:0.

* * *
კვლავ დამარცხდა "ნაპოლი" და კიდევ უფრო გაირთულა სატურნირო მდგომარეობა. ვალტერ მაძარის გუნდს ამჯერად გენუაში დაუცდა ფეხი, სადაც ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა ალბერტო ჯილარდინომ. კიდევ ორი როდრიგო პალასიომ მიითვალა აქტივში და ერთი ხანობა, მასპინძლები სამი ბურთის სხვაობით უგებდნენ მეტოქეს.

ნეაპოლელთა გამოცოცხლება და ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება გვიანი აღმოჩნდა - 3:2 და მაძარის გუნდი რეგრესს განაგრძობს.

* * *
რომაული გუნდებიდან ერთმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, მეორემ კი მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა. ვერონაში "კიევოს" განადგურების შემდეგ, ედი რეია ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, "ბოლონიასთან" საშინაო 1:1-ის შემდეგ კი ლუის ენრიკემ ბედს შესჩივლა, ამდენი მომენტის გამოუყენებლობა ჩვენიც, მაგრამ უფრო მეტად უიღბლობის ბრალიაო.

დანარჩენზე ტურის შეჯამებაში ვიმსჯელოთ.

იტალია. სერია A. XX ტური
კატანია-პარმა 1:1
კატანია (4-3-3): კამპანიოლო - სპოლი, პოტენცა, ბელუში, ალვარესი - ისკო, ბიაჯანტი (64. დელვეკიო), ლოდი - გომესი (72. კატელანი), ბარიენტოსი, ბერხესიო (81. სუაზო).
პარმა (3-4-3): პავარინი - ბრანდაო (46. ჯონატანი), პალეტა, ლუკარელი - მოდესტო, ვალიანი, მორონე, გალოპა - ბიაბიანი (66. ოკაკა), ჯოვინკო, ფლოკარი.
გოლები: 1:0 ბერხესიო (32), 1:1 მოდესტო (43).
გაფრთხილება: პოტენცა - მორონე.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 8(3)-7(1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 12 000

იუვენტუსი-უდინეზე 2:1
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი (83. დე ჩელიე), ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ჯაკერინი, პირლო, ვიდალი - ესტიგარიბია (54. პეპე), მატრი, კვალიარელა (61. მარკიზიო).
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - დანილო, ფერონეტი, დომიცი (73. ბატოკიო) - ბასტა, პასკუალე, ისლა (85. პერეირა), ფერნანდესი, არმერო - აბდი (46. ფლორო ფლორესი) - დი ნატალე.
გოლები: 1:0 მატრი (42), 1:1 ფლორო ფლორესი (55), 2:1 მატრი (62).
გაფრთხილება: ვიდალი, ჯაკერინი - ფერონეტი, ფერნანდესი, არმერო, დი ნატალე.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 18-7; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13(5)-6(3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 39 000

ფიორენტინა-სიენა 2:1
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნატალი, გამბერინი, ნასტასიჩი - კასანი (75. დე სილვესტრი), ბეჰრამი, მონტოლივო, პასკუალი, ლაძარი - ამაური (87. ლიაიჩი), იოვეტიჩი.
სიენა (3-5-2): პეგოლო - პეზოლი, ტერცი (46. ბრიენცა), როსეტინი - ვიტიელო, გაცი, დაგოსტინო (54. ბოლცონი), ვერგასოლა (75. ლარონდო), დელ გროსო - კალაიო, დესტრო.
გოლები: 1:0 იოვეტიჩი (4), 2:0 ნატალი (63), 2:1 კალაიო (83).
გაფრთხილება: ნასტასიჩი - დელ გროსო, ბრიენცა.
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 11(8)-6(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 26 000

რომა-ბოლონია 1:1
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ჟუანი, ჰაინცე, როზი - გაგო, გრეკო (78. სიმპილისიო), პიანიჩი (78. პეროტა) - ტოტი, ლამელა (61. ბოიანი), ბორინი.
ბოლონია (3-4-1-2): ჟილე - რაჯი (90. კერუბინი), პორტანოვა, ანტონსონი - პერესი, გარიჩი (79. კრესპო), მუდინგაი, მორლეო - დიამანტი (68. ხიმენესი) - ტაიდერი, დი ვაიო.
გოლები: 0:1 დი ვაიო (57), 1:1 პიანიჩი (62).
გაფრთხილება: ჟუანი - პორტანოვა, დი ვაიო.
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 18(8)-9(5); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 38 000

ჩეზენა-ატალანტა 0:1
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - კომოტო, ფონ ბერგენი, მორასი, როსი (80. ბოგდანი) - გუანა, ჩეკარელი (59. მარტინესი), პაროლო, კოლუჩი - რენელა (65. მარტინიო), მუტუ.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - რაიმონდი, ლუკინი, სტენდარდო, პელუზო (65. ფერი) - მორალესი (86. კარმონა), ჩიგარინი, სკელოტო, პადოინი - მარილუნგო (83. ტირიბოკი) - დენისი.
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 0:1 როსი (76).
გაფრთხილება: გუანა, რენელა - სკელოტო, პადოინი.
გაძევება: დენისი (79. ატალანტა)
კუთხური: 12-10; ჯარიმა: 13-22; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 9(3)-13(6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 12 000

კიევო-ლაციო 0:3
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, ცეზარი, ანდრეოლი, იოკიჩი - ბრედლი (73. ჰეტემაი), სამარკო, ლუჩანო (63. კრუსადო) - თერეუ - პელისიერი, პალოსკი (77. მოსკარდელი).
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - კონკო, დიასი, ბიავა, რადუ - ლულიჩი, ლედესმა, გონსალესი - ერნანესი (63. მათუზალემი) - როკი (81. სისე), კლოზე (90. დელ ნერო).
გოლები: 0:1 ერნანესი (20), 0:2 კლოზე (87), 0:3 კლოზე (88).
გაფრთხილება: დიასი, გონსალესი, ლედესმა, ერნანესი (ლაციო).
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10(4)-14(7); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 12 000

ჯენოა-ნაპოლი 3:2
ჯენოა (4-3-3): ფრეი - გრანკვისტი, მესტო, კალაძე, მორეტი - ბიონდინი (81. სამპირუზი), კუჩკა, იანკოვიჩი (72. სეიმური) - სკული (77. ბირსა), პალასიო, ჯილარდინო.
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - ბრიტოსი, კანავარო (46. მაჯო), კამპანიარო - ცუნიგა (57. კავანი), ჯემაილი, გარგანო, დოსენა - პანდევი (73. ვარგასი), ჰამშიკი - ლავეცი.
გოლები: 1:0 პალასიო (31), 2:0 ჯილარდინო (36), 3:0 პალასიო (70), 3:1 კავანი (80), 3:2 ლავეცი (82).
გაფრთხილება: მესტო, კუჩკა, იანკოვიჩი, პალასიო - კანავარო, ჯემაილი, ლავეცი.
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8(4)-8(5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 26 000

ლეჩე-ინტერი 1:0
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ოდო, ტომოვიჩი, მილიონიკო - კუადრადო, ჯაკომაცი (78. ობოდო), ოლივერა, ბლაზი, ბრივიო - მურიელი (72. სეფეროვიჩი), დი მიკელე.
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ობი (72. სარატე), კამბიასო, ძანეტი, სნეიდერი (46. ალვარესი) - მილიტო, პაცინი.
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 ჯაკომაცი (40).
გაფრთხილება: კუადრადო, ოლივერა, მურიელი (ლეჩე).
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 5-16; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 5(3)-15(6); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 25 000

პალერმო-ნოვარა 2:0
პალერმო (4-3-2-1): ვივიანო - მუნოზი, სილვესტრი, მანტოვანი, ბალცარეტი - მილიაჩო, ბარეტო, დონატი - ილიჩიჩი (73. ბერტოლო) - მიკოლი, ბუდანი (80. ზაჰავი).
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - დელაფიორე (70. მაძარანი), რინაუდო, პაჩი, გარსია - რადოვანოვიჩი (58. პეშე), პორკარი, მორგანელა - რიგონი - მასკარა (80. რუბინო), კარაჩოლო.
გოლები: 1:0 ბუდანი (41), 2:0 ბუდანი (72).
გაფრთხილება: მილიაჩო, დონატი, ბუდანი, მუნოზი - პორკარი.
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 2-9; კარში დარტყმა: 11(6)-8(2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 26 000

მილანი-კალიარი 3:0
მილანი (4-3-1-2): ამელია - აბატე, მექსე, ტიაგო სილვა, ანტონინი - ზეედორფი (67. ამბროზინი), ვან ბომელი, ნოჩერინო - ემანუელსონი - რობინიო (62. ელ შაარავი), იბრაჰიმოვიჩი (84. ფ. ინძაგი).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო (54, რიბეირო), კანინი, ასტორი, აგოსტინი - ეკდალი, დესენა, ნაინგოლანი (66. კონტი) - კოსუ (56. ელ კაბირი) - იბარბო, ლარივეი.
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (32), 2:0 ნოჩერინო (39), 3:0 ამბროზინი (75)
გაფრთხილება: ვან ბომელი, ნესტა
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 11-8 (7-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 35 000

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 20 12 8 0 33-13 44
2. მილანი 20 13 4 3 43-17 43
3. უდინეზე 20 11 5 4 29-16 38
4. ლაციო 20 10 6 4 30-19 36
5. ინტერი 20 11 2 7 30-21 35
6. რომა 19 9 4 6 29-21 31
7. ნაპოლი 20 7 8 5 36-24 29
8. პალერმო 20 8 3 9 26-27 27
9. ჯენოა 20 8 3 9 28-36 27
10. ფიორენტინა 20 6 7 7 20-17 25
11. პარმა 20 6 6 8 25-33 24
12. კიევო 20 6 6 8 16-25 24
13. კალიარი 20 5 8 7 16-21 23
14. კატანია 19 5 8 6 22-28 23
15. ატალანტა 20 7 8 5 24-25 23
16. ბოლონია 20 5 6 9 18-26 21
17. სიენა 20 4 7 9 21-22 19
18. ლეჩე 20 4 4 12 21-36 16
19. ჩეზენა 20 4 3 13 13-31 15
20. ნოვარა 20 2 6 12 18-40 12

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე),; 12 - დენისი (ატალანტა), კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო).

მომდევნო ტური
31 იანვარი: პარმა-იუვენტუსი.
1 თებერვალი: ატალანტა-ჯენოა, სიენა-კატანია, ნაპოლი-ჩეზენა, ბოლონია-ფიორენტინა, უდინეზე-ლეჩე, ლაციო-მილანი, ინტერი-პალერმო, კალიარი-რომა.
2 თებერვალი: ნოვარა-კიევო.


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 570 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1