მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » ტურინის "იუვენტუსი" ანდრეა პირლოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
10:18 PM
ტურინის "იუვენტუსი" ანდრეა პირლოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის "იუვენტუსი" ანდრეა პირლოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა აპირებს გუნდის ნახევარმცველს ანდრეა პირლოს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. 

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონში" სულ რაღაც ნახევარი წელია რაც გადავიდა.

თავად პირლოს აგენტმა ტულიო ტინტიმ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა ახალ კონტრაქტზე საუბარი, რადგან ძველი ხელშეკრულების ვადა 2014 წელს იწურება. ამავე დროს, ტინტიმ არც ტურინელთა გეგმების შესახებ ინფორმაცია უარყო.

32 წლის ანდრეა პირლო "იუვენტუსში" გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ. 

ნახევარმცველი ხელფასის სახით სეზონში 3.5 მილიონ ევროს იღებს. მიმდინარე იტალიის ჩემპიონატში პირლომ 20 მატჩი ჩაატარა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 552 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1