მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)
0:03 AM
ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)

ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)

სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი
დაარსდა 1946
სტადიონი გივი კილაძის სტადიონი, ქუთაისი
(ტევადობა: 14 700)
პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე
მწვრთნელი გია გეგუჩაძე
კაპიტანი სევასტი თოდუა
ლიგა უმაღლესი ლიგა
2010-11 მე-4

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი — საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქუთაისიდან. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა ქუთაისის სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. სამგზის ჩემპიონი, ერთგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ორგზის თასის გამარჯვებული და ორგის ფინალისტი. ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა 397 მატჩი: 218 მოგება, 68 ფრე, 111 წაგება. ბურთების სხვაობა 791-485. თასზე ჩაატარა 74 მატჩი: 41 მოგება, 17 ფრე, 16 წაგება. საშინაო არენაა გივი კილაძის სტადიონი, რომელიც გაიხსნა 1957 წელს და იტევს 15 000 მაყურებელს.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
1.1 დაარსების პერიოდი
1.2 „ბ" კლასი
1.3 „ა" კლასი
1.4 დაქვეითება
1.5 დამოუკიდებლობის პერიოდი
2 სტადიონი
3 ტიტულები
4 რეკორდები
4.1 გამორჩეული ფეხბურთელები
5 სტატისტიკა
6 ტორპედოს ბომბარდირები 2010-11
7 სპონსორი
8 შემადგენლობა 2011–12
9 მწვრთნელები
10 პერსონალი
11 რესურსები ინტერნეტში
12 ლიტერატურა

ისტორია [რედაქტირება]
დაარსების პერიოდი [რედაქტირება]

1946 წელს ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა გუნდი, სახელად ქუთაისის „ტორპედო". უკვე 1949 წელს კი, ქუთაისის „ტორპედო" საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება.

1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი „ლოკომოტივი", რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი ანდრო ჟორდანია. იმის გამო, რომ „ლოკომოტივის" რესპუბლიკურმა საბჭომ თბილისიდან ვერ შეძლო გუნდის პატრონობა, ქუთაისის ხელმძღვანელობამ 1959 წლის 3 მაისს ქალაქის სპორტკომიტეტის დადგენილებით გუნდი გადასცა საავტომობილო ქარხანას და „ლოკომოტივის" ნაცვლად მას „ტორპედო" ეწოდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გ.ანთაძე. 1959 წლის 23 აპრილს ტორპედოელებმა ქუთაისში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს შვედეთის ქალაქ სუნდსვალის გუნდთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 1959 წლის 5 ივლისს ქუთაისს მეორე უცხოური გუნდი დანიის „ალიანსენი ეწვია. ტორპედოელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს — 3:3. 1959 წლის 4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ქუთათურებმა ფინეთის „პალლოსეურა" გაანადგურეს-3:0. 1959 წლის საკავშირო ჩემპიონატი „ტორპედომ" მე-6 ადგილზე დაასრულა.
„ბ" კლასი [რედაქტირება]

1960 წლიდან ქუთაისის „ტორპედო" საკავშირო გათამაშების „ბ" კლასის მეორე ზონაში გამოდის. ქუთაისელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი. გუნდმა 30 თამაშიდან 47 ქულა დააგროვა, 12 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლენინაბადის „დინამოს" და პირველ ზონაში გამარჯვებულ თბილისის „ლოკომოტივს" დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება „ტორპედო" დარჩა (3:1, 0:1) და „ბ" ლიგაში პირველი ადგილი მოიპოვა. იმის გამო რომ 1960 წელს „ა" კლასის საგზური არ გათამაშებულა, ტორპედოელებს მომავალ წელსაც დაბალ ლიგაში მოუხდათ ასპარეზობა, თუმცა გუნდის ფეხბურთელებს სპორტის ოსტატის წოდებები მიანიჭეს.

1961 წლის სეზონში უშანგი სალდაძის ხელმღვანელობით ტორპედოელები კვლავ გამარჯვებული გამოვიდნენ „ბ" კლასის მეორე ზონის გუნდებს შორის და მოიპოვეს უფლება ებრძოლათ „ა" კლასის საგზურისთვის. უმაღლესში გადასასვლელ სამთა ტურნირში, რომელიც კიშინოვში გაიმართა ქუთაისელებმა ტალინის „კალევთან" და თბილისის „ლოკომოტივთან" პაექრობაში პირველი ადგილი მოიპოვეს და „ა" კლასში აღზევდნენ.
„ა" კლასი [რედაქტირება]

1962 წელს 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო" საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის სასტარტო მატჩში მოსკოვის „ტორპედო" დაუპირეისპირდა. წინა დღით ქუთაისელთა დუბლებმა მოსკოველთა მეორე გუნდი 5:1 გაანადგურეს. ახალგაზრდების შემართება ძირითად გუნდსაც გადაედო და ქართველმა ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს — 4:2. „ტორპედოს" კარგი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ასპარეზობა ასევე წარმატებულად ვეღარ განაგრძო და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ქუთათურებმა უკან ჩამოიტოვეს საკმაოდ ცნობილი გუნდები: ლენინგრადის „დინამო", მინსკის „დინამო" და „კრილია სოვეტოვი", რომლებსაც „ა" კლასში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება გააჩნდათ. საყურედღებოა, რომ ქუთაისელებმა სანიმუშო სათამაშო დისციპლინისთვის გაზეთ „სოვეტსკი სპორტისგან" მიიღეს პრიზი „სამართლიანი თამაშისთვის".

1963 წლის სეზონში „ტორპედო" არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა: 15 აპრილს ქუთათურებმა თბილისის „დინამოს" უმასპინძლეს. ამ მატჩის სანახავად ქალაქის სტადიონზე 40 000 კაცზე მეტი მივიდა. ეს ციფრი დღესაც სარეკორდოა ტორპედოსთვის. მატჩი დამთავრდა ფრედ — 0:0. საყურადღებოა, რომ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ჩაატარეს „მოსკოვური" მატჩები. მოსკოვის „ცსკას" 1963 წლის ჩემპიონატში ქუთაისელებთან სეხვედრამდე თამაში არ ქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სერია საკუთარ მოედანზე „ტორპედოსთან" შეწყდა. ქუთათურებმა გასვლაზე დაამარცხეს არანაკლებ სახელოვანი გუნდი მოსკოვის „ლოკომოტივი", ხოლო კიევში „დინამოს" ფრე 1:1 ითამაშეს. შეხვედრის შემდეგ კიეველმა მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებით მოხიბლეს მაყურებლები. 18 აგვისტოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში ავტოქარხნელებმა 1:0 დაამარცხეს გათამაშების ლიდერი მოსკოვის „დინამო" და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი, რომ ქუთაისის „ტორპედო" მოსკოვური გუნდებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს წარმოადგენდა.

1963 წლის სეზონი მე-12-ე ადგილზე დაამთავრეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და მათ საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე. სეზონის დასასრულს ფეხბურთის საკავშირო ფედერაციამ გამოაქვეყნა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია, სადაც მეკარეთა სამეულში ლეგენდარული ლევ იაშინის შემდეგ მეორე ნომრად დასახელებული იყო „ტორპედოს" გოლკიპერი რევაზ ურუშაძე.

1964 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტორპედოელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. რამაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. 25 აგვისტოს გასვლაზე ლენინგრადის „ზენიტის" დამარცხებამ „ტორპედოელებს" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. 6 ოქტომბერს „ტორპედომ" გათამასების ლიდერს მოსკოვის „ტორპედოს" უმასპინძლა. როგორც სტუმრებს ასევე მასპინზლებს ორი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. მოსკოველები გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებდნენ ლიდერის პოზიციას, ხოლო ქუთაისელებს 2 ქულის დაკარგვის შემთხვევასი არავითარი თეორიული შანსი აღარ რჩებოდათ „ა" კლასში დარჩენისთვის. ჯუმბერ ხაჟალიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა სანუკვარი ორი ქულა მოუტანა ქუთაისელ ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველებს ეს მარცხი მოგვიანებით ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდათ. „ტორპედომ" ამის შემდეგ გასვლაზე დაამარცხა „როსტოვი" და მოსკოვის „დინამო", შემდეგ კი დამატებით მატჩში გორკის „ვოლგა" დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის „ტორპედოდან" ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რევაზ ურუშაძე, ი. ლოსაბერიძე, ს. კუტივაძე, ჯ. ხერხაძე და ვ. ჩხარტიშვილი.

1965 წელს „ტორპედომ" პროგრამა მინიმუმი კვლავ შეასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებმადე სამი ტურით ადრე „ტორპედომ" გათამაშების ლიდერს კიევის „დინამოს" უმასპინძლა და ლოსაბერიძის გოლით 1:0 დაამარცხა. ქუთაისში მარცხი კიეველებსაც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: „რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები. სწორედ მათ წაართვეს ფინიშზე კიეველებს ის ორი ქულა, რომელიც ოქროს მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდათ უკრაინელ ფეხბურთელებს. გუნდმა, რომელმაც დაამარცხა ვერცხლისას და ბრინჯაოს პრიზიორები, სუსტად ჩაატარა შეხვედრები აუტსაიდერებთან..." საკავშირო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ტორპედოელები" საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად აფრიკაში გაემგზავრნენ. ქუთათურებმა 5:1 დაამარცხეს გვინეის ნაკრები, ფრედ 0:0 ითამაშეს მალის ნაკრებთან, 7:0 დაამარცხეს ნიგერიის ერთ-ერთი გუნდი, ბოლოს კი დაამარცხეს მალის ნაკრები - 1:0.

1966 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-15 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გუნდები როგორებიც იყვნენ მოსკოვის „ლოკომოტივი" და ლენინგრადის „ზენიტი". 1967 წლის ჩემპიონატი „ტორპედომ" მე-13-ე ადგილზე დაასრულა. რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო ისეთი პატარა ქალაქის გუნდისთვის როგორიც ქუთაისია. სეზონის ბოლოს „ტორპედოში" აღზრდილი რევაზ ძოძუაშვილი მიიწვიეს თბილისის „დინამოში", მოკლე ხანში კი მან საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. 1968 წელს 9 ქულით ჩამოიტოვა ბოლო ადგილზე მყოფი კიროვაბადის „დინამო" და კვლავ შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. მომდევნო წელს კი ქუთათურებმა ჩემპიონატში მე-14 ადგილი მოიპოვეს. 1970 წლის ჩემპიონატის ფინიშზე „ტორპედო" გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა მე-16 ადგილზე აღმოჩნდა და უმაღლესი ლიგა დატოვა.
დაქვეითება [რედაქტირება]

1971 წლიდან ქუთათურები 1 ლიგაში ასპარეზობდნენ. 11 წლის მანძილზე გუნდი იბრძოდა საუკეთესოთა შორის დასაბრუნებლად. მრავალწლიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1981 წელს „ტორპედომ" 1-ლ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას უმაღლესი ლიგისკენ უხსნიდა გზას. 1982 წლის სეზონში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს კი ბოლოსწინა მე-17-ე და კვლავ დაბალ ლიგაში დაქვეითთდა. 1984 წლის ჩემპიონატი ქუთაისელებმა წარმატებით წარმართეს და უკვე მესამედ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში. 1985 წელს გუნდი მთელი სეზონის მანზილზე სახიფათო ზონაში იყო, მაგრამ ფინიშის სწორზე ზედიზედ სამმა გამარჯვებამ „ტორპედოს" საბოლოოდ მე-11-ე ადგილი მოუტანა, რაც საუკეთესო შედეგია ქუთაისელთა უმაღლეს ლიგაში 13 წლიანი ასპარეზობის მანძილზე. [[1986|1986 წელს მართალია ცალკეულ შეხვედრებში ტორპედოელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, მმაგრამ სამწუხაროდ, მთლიანობაში გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა და „ტორპედო" ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
დამოუკიდებლობის პერიოდი [რედაქტირება]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ტორპედო" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს „დინამოს" ჰეგემონიის დამხობა და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.

2008 წელს ქუთაისის „ტორპედო" ფინანსური გარანტიის არ ქონის გამო დააქვეითეს, მაგრამ მიუხედავად ამის „ტორპედო" 2008-2009 წლებში უკონკურენტოდ გადავიდა | ლიგაში, ხოლო 2009-2010 წლებში უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაც შეძლეს. „ტორპედომ" 2010-2011 წლის სეზონი არა სტაბილურად დაიწყო რასაც გულშემატკივრის მოთხოვნით მთავარი მწვრთნელის რამაზ მუმლაძეს განთავისუფლება მოჰყვა, ახალ მწვრთნელად კი გია გიგატაძე დანიშნეს, რომელმაც თამაშის დალაგება შეძლო და ბოლო ადგილიდან გუნდი მე-4-ე ადგილზე გაიყვანა და საქართველოს თასის ფინალის საგზურიც მოიპოვა რომელშიც მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა გაგრის გუნდ გაგრასთან.
სტადიონი [რედაქტირება] მთავარი სტატია : გივი კილაძის სტადიონი.


ქუთაისის ცენტრალური სტადიონი აშენდა 1949-1956 წლებში მაშინდელი ახალი ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად რეკონსტრუქცია 1998 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2010 წელს მოეწყო უეფას სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად სტადიონი 15 ათას მაყურებელს იტევს.

სტადიონის გარდა „ტორპედოს" გააჩნია საკუთარი ბაზა, ჩოგბურთის კორტები, საცუარო აუზი, ფიტნეს კლუბი, სოლარიუმი და სხვ.
ტიტულები [რედაქტირება]

საქართველოს ჩემპიონი
ჩემპიონი (3): 2000, 2001, 2002
ვერცხლის პრიზიორი (3): 1999, 2003, 2005
ბრინჯაოს პრიზიორი (2): 1991, 1994

საქართველოს თასი
ჩემპიონი(2): 1999, 2001
ფინალისტი (4): 2000, 2002, 2004, 2011

თურქმენეთის პრეზიდენტის თასი
ჩემპიონი (1): 2002
ვერცხლის პრიზიორი (1): 2004
რეკორდები [რედაქტირება]
რეკორდული მოგება: 8-0, (20 თებერვალი, 1999, გორდა)
რეკორდული წაგება: 2-7 (6 დეკემბერი 1994, კოლხეთი 1913); 0-5 (5 აგვისტო, 1996, ოდიში);
ყველაზე მეტი მატჩი უმაღლეს ლიგაში: კახა კვეტენაძე - 206
ყველაზე მეტი გოლი უმაღლეს ლიგაში: დავით ჯანაშია - 85
მე-100 გოლის ავტორი: დავით ჯანაშია
მე-200 გოლის ავტორი: მამუკა ხუნდაძე
მე-300 გოლის ავტორი: მამუკა ხუნდაძე
მე-400 გოლის ავტორი: მიხეილ აშვეთია
მე-500 გოლის ავტორი: გიორგი მეგრელაძე
მე-600 გოლის ავტორი: გია იმედაძე
მე-700 გოლის ავტორი: დავით ჯანაშია
გამორჩეული ფეხბურთელები [რედაქტირება]

ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში არაერთხელ იყვნენ დასახელებული სხვადასხვა თაობის ტორპედოელები: გ. ხოვრებოვი, რევაზ ძოძუაშვილი, ჯ.ხერხაძე, ს. კუტივაძე, გ. ნოდია, თენგიზ სულაქველიძე, თ. კოსტავა და სხვები. ხოლო რამაზ შენგელია ორჯერ სსრკს ნომერ-1 ფეხბურთელად იქნა აღიარებული. ძმები გივი და ლევან ნოდიები ევროპის ჩემპიონები არიან იუნიორთა შორის. 1969 წლის საკავშირო ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობდა ტორპედოელთა თავდამსხმელი ჯუმბერ ხაჯალია, რომელმაც 16 გოლი გაიტანა და გაზეთ „ტრუდის" პრიზის ერთ-ერთი რეალური პრეტედენტი იყო. ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილები მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი და ნუკრი რევიშვილი საქართველოს ნაკრების წევრები არიან.სახელი პოზიცია ქვეყანა საფეხბურთო წლები ნათამაშები გოლები
რევაზ ძოძუაშვილი მცველი 1964–1967 67 1
თამაზ კოსტავა მცველი 1973–1976 106 0
ანზორ ყავაზაშვილი მეკარე 1972 31 0
ნოდარ ხიზანიშვილი მცველი 1983 6 0
მურთაზ ხურცილავა მცველი 1975–1976 47 4
სერგო კუტივაძე ნახევარმცველი 1962–1966 128 9
ოთარ გაბელია მეკარე 1983–1984 29 0
მანუჩარ მაჩაიდზე ნახევარმცველი 1981–1982 45 6
გივი ნოდია თავდამსხმელი 1965–1966 36 9
თენგიზ სალუქვაძე მცველი/ ნახევარმცველი 1974–1978 138 2
გურამ ცხოვრებოვი მცველი 1961–1963 57 2
რამაზ ურუშაძე მეკარე 1961–1964 91 0
ირაკლი ზოიძე მეკარე 2000–2001 36 0
დავით გავარამიძე მეკარე 2000–2001 19 0
ნიკოლოზ ტოგონიძე მეკარე 2001–2002 6 0
დავით ჯანაშია თავდამსხმელი 1989–1993, 1997–2001, 2002, 2005–2007 182 79
მიხეილ აშვეთია თავდამსხმელი 1993–1994, 2000–2001 40 23
მალხაზ ასათიანი მცველი/ ნახევარმცველი 1999–2003 76 15
ვალერ აბრამიძე მცველი 1998–2002, 2005–2006 ? ?
კახაბერ კვეტენაძე ნახევარმცველი 1993–2001, 2002–2003 251 30
ზურაბ იონანიძე თავდამსხმელი 1992–1993, 1997–2003 171 104
ანდრეი პოროშინი თავდამსხმელი 2001–2003 55 23
მამუკა მანაგაძე ნახევარმცველი 1985-1986 20 3
გიორგი მეგრელაძე თავდამსხმელი 1995-2000, 2004-2005, 2011-2014 175 86

სტატისტიკა [რედაქტირება]


ს.კ. ტორპედო ქუთაისი უმაღლესი ლიგაში:# სეზონი მატჩი მოგება ფრე წაგება გოლები ქულა ადგილი
1 1990 34 20 5 9 62-33 65 4
2 1991 19 11 2 6 34-30 35 3
3 1991-92 38 15 4 19 66-60 49 11
4 1992-93 32 16 4 12 70-54 52 5
5 1993-94 32 15 7 10 56-49 52 3
6 1994-95 30 14 2 14 58-47 44 6
7 1995-96 30 15 7 8 69-49 52 7
8 1996-97 30 14 4 12 70-58 46 5
9 1997-98 30 15 9 6 51-30 54 4
10 1998-99 30 21 4 5 73-27 67 2
11 1999-00 28 19 7 2 70-16 64 1
12 2000-01 32 20 8 4 49-15 68 1
13 2001-02 32 23 5 4 64-18 74 1
14 2002-03 32 22 6 4 65-20 72 2
15 2003-04 32 15 6 11 46-38 51 7
16 2004-05 36 20 10 6 56-31 70 2
17 2010-2011 36 14 13 9 31-22 55 4



ს.კ. ტორპედო ქუთაისი საქართველოს თასზე:# სეზონი მატჩი მოგება ფრე წგება გოლები ასპარეზობა
1 1990 6 4 0 2 11-8 ¼ ფინალი
2 1991-92 8 4 1 3 12-9 ½ ფინალი
3 1992-93 8 2 4 2 14-13 ½ ფინალი
4 1993-94 2 0 0 2 1-4 1/16 ფინალი
5 1994-95 4 3 0 1 14-7 ⅛ ფინალი
6 1995-96 6 3 2 1 17-7 ¼ ფინალი
7 1996-97 4 2 1 1 4-6 ⅛ ფინალი
8 1997-98 4 2 1 1 13-3 ⅛ ფინალი
9 1998-99 7 5 1 1 19-5 თასი
10 1999-00 7 3 3 1 10-1 ფინალი
11 2000-01 7 5 2 0 9-4 თასი
12 2001-02 7 5 0 2 10-3 ფინალი
13 2002-03 8 5 1 2 16-4 ½ ფინალი
14 2003-04 9 6 2 1 23-6 ფინალი
15 2004-05 6 3 1 2 17-10 ¼ ფინალი
16 2010-2011 7 4 2 1 7-1 ფინალი



ს.კ. ტორპედო ქუთაისი UEFA club competitionsზე:# სეზონი გათამაშება მატჩი მოგება ფრე წაგება გოლები ქულა ასპარეზობა
1 1998-99 ინტერტოტოს თასი 4 2 1 1 9-3 7 II საკავალიფიკაციო რაუნდი
2 1999-00 უეფა-ს ევროპის ლიგა 4 2 0 2 10-9 6 I ეტაპი
3 2000-01 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2 1 0 1 2-4 3 II საკვალიფიკაციო რაუნდი
4 2001-02 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 4 1 2 1 3-4 5 II საკვალიფიკაციო რაუნდი
5 2002-03 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 4 2 0 2 7-7 6 II საკვალიფიკაციო რაუნდი
6 2003-04 უეფა-ს ევროპის ლიგა 2 0 0 2 0-5 0 I სკვალიფიკაციო რაუნდი
7 2005-06 უეფა-ს ევროპის ლიგა 2 0 0 2 0-6 0 I სკვალიფიკაციო რაუნდი
# გათამაშება მატჩი მოგება ფრე წაგება გოლები ქულა საუკეთესო მაჩვენებელი
1 ჩემპიონთა ლიგა 10 4 2 4 12-15 14 II საკვალიფიკაციო რაუნდი
2 ევროპა ლიგა 8 2 0 6 10-20 6 I ეტაპი
3 ინტერტოტოს თასი 4 2 1 1 9-3 7 II საკვალიფიკაციო რაუნდი
# ქვეყანა მატჩი მოგება ფრე წაგება გოლები ქულა კლუბების რაოდენობა
1 ბელგია 2 1 0 1 2-2 3 1
2 ბელარუსი 2 0 0 2 0-6 0 1
3 დანია 2 0 1 1 2-4 1 1
4 ესტონეთი 2 2 0 0 9-2 6 1
5 სერბეთი 2 1 0 1 2-4 3 1
6 საბერძნეთი 2 0 0 2 1-7 0 1
7 საფრანგეთი 2 0 0 2 0-5 0 1
8 სომხეთი 2 1 1 0 7-1 4 1
9 ისლანდია 2 2 0 0 6-2 6 1
10 ჩეხეთი 2 0 0 2 1-5 0 1
11 ჩრდილოეთ ირლანდია 2 1 1 0 1-0 4 1

ტორპედოს ბომბარდირები 2010-11 [რედაქტირება]გუნდი ფეხბურთელი გოლი
ბაია-ტორპედო მეგრელაძე 13
სიონი-ტორპედო გოცირიძე 7
ტორპედო ჩიკვილაძე 4

სპონსორი [რედაქტირება]პერიოდი სპონსორები სპორტულების მომმარაგებელი გენერალური სპონსორი
2011-12 ავერსი, ალფა, სილქნეტი JAKO ვისოლი

შემადგენლობა 2011–12 [რედაქტირება] სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება
გთხოვთ გაანახლეთ იგი და ასახეთ უახლესი მოვლენები. შემდეგ ამოშალეს სტატიიდან ეს თარგი


2011 წლის 22 ივლისისთვის.ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 მეკარე მაქსიმე ქვილითაია
3 მცველი დავით გამეზარდაშვილი
2 ნახევარმცველი დავით კირკიტაძე
4 მცველი თემურ ფარულავა
5 მცველი სევასტი თოდუა (კაპიტანი)
6 მცველი გიორგი გურული
7 მცველი თენგიზ ჩიკვილაძე
9 ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი
10 თავდამსხმელი გიორგი მეგრელაძე (ვიცე-კაპიტანი)
12 მეკარე ომარ მიგინეიშვილი (მე-3 კაპიტანი)
17 მცველი დაჩი ფოფხაძე
18 ნახევარმცველი დავით დიღმელაშვილი (მე-4 კაპიტანი)
19 თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია
ნომერი პოზიცია მოთამაშე
22 ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე
23 ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე
25 ნახევარმცველი გივი ჩხეტიანი
26 ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი
30 თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე
81 თავდამსხმელი ნიკა საბანაძე
? ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე
? მცველი მიხეილ ჩხარტიშვილი
? მცველი ნუკრი მანჩხავა
? მცველი ბაქარ მირცხულავა
? მცველი ვაჟა ტაბატაძე
? მცველი ცოტნე ხარაბაძე
? ნახევარმცველი გივი იოსელიანი


მწვრთნელები [რედაქტირება]საქმიანობა თანამშრომლები
მთავარი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე
მწვრთნელის ასისტენტი ზაზა ზამთარაძე
მეკარეების მწვრთნელი დავით გვარამაძე
გუნდის უფროსი ვახტანგ კეკუა
ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი სუხიაშვილი
ახალგაზრდული გუნდის მეკარეების მწვრთნელი გელა კიკალეიშვილი
ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის ასისტენტი იასონ ბზიკაძე

პერსონალი [რედაქტირება]საქმიანობა თანამშრომლები
პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე
აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი
პრეს ატაშე რამაზ ჩხიკვაძე
სელექციონერი ჯემალ ხერხაძე
ადმინისტრატორი მიშა იოსელიანი
ექიმი დავით მურღულია
მასაჟისტი თამაზ როინიშვილ

კატეგორია: კლუბების ისტორიები | ნანახია: 602 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1