მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » სტეფან ელ შაარავი: რატომღაც გოლი მხოლოდ "უდინეზეს" გამაქვს
0:01 AM
სტეფან ელ შაარავი: რატომღაც გოლი მხოლოდ "უდინეზეს" გამაქვს

სტეფან ელ შაარავი: რატომღაც გოლი მხოლოდ "უდინეზეს" გამაქვს

"უდინეზესთან" იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში "როსონერის" გამარჯვების გოლის ავტორმა სტეფან ელ შაარავიმ თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.

"ყოველთვის ვცდილობ გუნდისთვის ყველაფერი გავიღო. ამჯერად შესანიშნავი მატჩი გამოდგა და ამავე დროს რთული, "უდინეზე" კარგად თამაშობდა.

მთელი გულით ვთამაშობდით, ამიტომ მატჩის შემობრუნება შევძელით. იტალიის ჩემპიონატში ორი გოლი გავიტანე და ორივე "უდინეზესთან". არ ვიცი, რატომ ხდება ასე", - განაცხადა ელ შაარავიმ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 541 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1