მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » სიმონე პეროტამ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
7:37 PM
სიმონე პეროტამ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

სიმონე პეროტამ "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"რომას" ნახევარმცველმა სიმონე პეროტამ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, მოთამაშის ხელფასი წელიწადში 2.6 მილიონ ევროს შეადგენს. ამას გარდა, მისი კონტრაქტი სხვადასხვა ბონუსებს ითვალისწინებს.

"რომასთან" პეროტას წინა ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

34 წლის მოთამაშე "რომაში" "კიევოდან" 2004 წელს გადავიდა და მას შემდეგ რომაულ კლუბში თითქმის 300-მდე მატჩი ჩაატარა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 508 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1