მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » შევჩენკო: "მილანის თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა"
11:44 AM
შევჩენკო: "მილანის თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა"

შევჩენკო: "მილანის თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა"

დინამო კიევის ფეხბურთელი ამბობს, რომ მასზე მილანმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინლში ლონდონის არსენალი უშანსოდ დატოვეს, ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.
"მე არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი შთაბეჭდილებები ამ თამაშის შესახებ.ამ თამაშში იტალიელებმა გამოავლინეს ნამდვილი გუნდური სულისკვეთება რასაც მე ყოველ გუნდში ვაფასებ",– განაცხადა შევჩენკომ.

"მათ ბრწყინვალე თამაში აჩვენეს და მეტოქე აბოსლუტურად უშანსოდ დატოვეს რაც ტაბლოზეც აისახა. რა თქმა უნდა ბარსელონა და რეალი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატები არიან, მაგრამ ეს ისეთი ტურნირია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 538 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1