მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » სერხიო რამოსი: "ბარსელონასთან" შვიდქულიანი სხვაობის გაზრდა აუცილებელია
8:56 PM
სერხიო რამოსი: "ბარსელონასთან" შვიდქულიანი სხვაობის გაზრდა აუცილებელია

მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდი მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს.

ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ "რეალი" არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეშვას.

"ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი. მიუხევად იმისა, რომ "ბარსელონას" შვიდი ქულით ვუსწრებთ, სხვაობის გაზრდა აუცილებელია.

ჩვენი გუნდის თამაშის დინამიკა წარმატებებამდე მიგვიყვანს. თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ. მუშაობა ისევე თავმდაბლად და მუყაითად უნდა გავაგრძელოთ.

სტაბილურობა ძალიან საჭირო თვისებაა, რომელიც გუნდური მუშაობის ხარჯზე მიიღწევა", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 464 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1