მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » სერხიო ბუსკეტსი: გერმანელებს ვიცნობ, "ბარსელონა" მეოთხედფინალში ჯერ არ გასულა
9:48 PM
სერხიო ბუსკეტსი: გერმანელებს ვიცნობ, "ბარსელონა" მეოთხედფინალში ჯერ არ გასულა

სერხიო ბუსკეტსი: გერმანელებს ვიცნობ, "ბარსელონა" მეოთხედფინალში ჯერ არ გასულა

"ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია, მიუხედავად ლევერკუზენის "ბაიერთან" სტუმრად გამარჯვებისა.

კატალონიელებმა 3:1 მოიგეს, თავად ბუსკეტსს მუხლი აწუხებდა, თუმცა მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. 

"მატჩის მიმდინარეობისას დაღლილობას და ტკივილს ვგრძნობდი. რაც შეეხება ანგარიშს, კარგ შედეგს მივაღწიეთ. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფიქრი, რომ შემდეგ ეტაპზე უკვე გავედით. გერმანელებს კარგად ვიცნობ", - განაცხადა ბუსკეტსმა.
კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 567 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1