მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » სერია A. XXIV ტურის შეჯამება: ბებერი რქების ამბავი
4:59 PM
სერია A. XXIV ტურის შეჯამება: ბებერი რქების ამბავი

სერია A. XXIV ტურის შეჯამება: ბებერი რქების ამბავი

ქვემოთ, სერია A-ს მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებზე, გმირზე, ციფრებზე და ფაქტებზე გვექნება საუბარი - იქამდე კი იტალიური ფეხბურთის ბოლო სიახლეებს გადავხედოთ……

ჩეზენა ბერეტას ჩააბარეს
"ჩეზენას" მესვეურებმა სეზონში მეორე მწვრთნელი გაათავისუფლეს და გუნდი 52 წლის სპეციალისტს, მარიო ბერეტას ჩააბარეს.

ჯერ კიდევ სეზონის პირველ ნახევარში, "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ჯამპაოლო გაუშვეს და მის ადგილზე დანიელე არიგონი დანიშნეს, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა. "ჩეზენა" ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია, XXIII ტურის შემდეგ კი სულაც უკანასკნელ ადგილზე დაეშვა. სწორედ ეს გახდა არიგონის გათავისუფლების საბაბი, ვისაც ზემოთხსენებული ბერეტა შეცვლის. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში "ბრეშას" ედგა სათავეში და ზაფხულის შემდეგ უმუშევარი გახლდათ.

ლუის ენრიკე რომაში რჩება
პეპ გვარდიოლას გახმაურებულ პრესკონფერენციას, რომელზეც მან "ბარსელოდან" შესაძლო აბარგების შესახებ გააკეთა განცხადება, იტალიაშიც მოჰყვა გამოხმაურება. აპენინური პრესა აქტიურად ალაპარაკდა მომდევნო სეზონიდან ლუის ენრიკეს კატალონიურ გრანდში შესაძლო დანიშვნის შესახებ - არადა, ესპანელი სპეციალისტი "რომას" უდგას სათავეში და საყოველთაოდ ცნობილია, რომ მომავლის გუნდს აყალიბებს.

გუშინ, ჟურნალისტებს "ჯალოროსის" სპორტული დირექტირი ფრანკო ბალდინი ესაუბრა და გავრცელებული ჭორები კატეგორიულად უარყო:
"ლუის ენრიკესთან 2013 წლის 1 ივნისამდე გვაქვს კონტრაქტი გაფორმებული, რომლის გაწყვეტის შესაძლებლობა მხოლოდ კლუბს აქვს და არა თავად სპეციალისტს. მის გაშვებას არ ვაპირებთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასულების შემდეგ, მისი "ბარსელონაში" წასვლა გამორიცხულია. ამასთან, ზუსტად ვიცი, რომ თავადაც "რომაში" სურს დარჩენა".

ტურის სიმბოლური ნაკრები
ბენასი (ლეჩე) - ასტორი (კალიარი), კანავარო (ნაპოლი), პორტანოვა (ბოლონია) - კუადრადო (ლეჩე), პირლო (იუვენტუსი), ბარეტო (პალერმო), მუნტარი (მილანი) - მიკოლი (პალერმო), კავანი (ნაპოლი), დი ვაიო (ბოლონია).

უკვე მერამდენედ, სიმბოლური ნაკრების წინა ხაზში 30 წელს გადაცილებული ფორვარდები დომინირებენ. მართალია, ედინსონ კავანიზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ მარკო დი ვაიო და ფაბრიციო მიკოლი სწორედაც რომ ვეტერანებს მიეკუთვნებიან. დი ვაიომ "ინტერი" ჩააგდო შავ დღეში, მიკოლიმ "ლაციო", ხოლო კავანიმ "ფიორენტინას" გამოუყვანა წირვა.

ნახევარდაცვაში სალი მუნტარი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც პირველი შეხვედრა ჩაატარა "მილანის" შემადგენლობაში, გოლი გაიტანა და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

ტრადიციულად, ბრწყინვალე იყო ანდრეა პირლო და მასზე ქვემოთ უფრო ვრცლადაც გვექმება საუბარი. კუადრადომ "სიენასთან" გაიტანა ულამაზესი გოლი და სრულიად დამსახურებულად მოხვდა რჩეულთა შორის, ბარეტომ კი "ლაციოს" რბევაში დაიდო ლომის წილი. კარში ბენასი დგას, "ლეჩეს" კიპერი, რომელმაც "სიენასთან" რამდენიმე შესანიშნავი "სეივი" შემოგვთავაზა.

ტურის გმირი
მარკო დი ვაიომ "ინტერთან" საოცარი შეხვედრა ჩაატარა, მილანურ გრანდს ორი შესანიშნავი გოლი გაუტანა და "ბოლონიას" სენსაციური გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა... დი ვაიო უდავოდ იმსახურებს იყოს ტურის გმირი, მაგრამ არჩევანი მაინც ანდრეა პირლოზე უნდა შევაჩეროთ, ფეხბურთელზე, რომელმაც "კატანიასთან" ფანტასტიკურად ითამაშა და ტურინულ გრანდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

"ვეკია სენიორას" მიჯრით ორი მატჩი ვერ მოეგო, გოლსაც ვერ იტანდა და ბევრი კრიზისზეც კი ალაპარაკდა... "კატანიას" ფორვარდმა ბარიენტოსმა დებიუტშივე გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს და ალბათ პირველად მიმდინარე სეზონში, "იუვენტუს არენა" უკმაყოფილო გულშემატკივართა სტვენამ და გვინვამ გააყრუა. და აი აქ, ანდრეა პირლომ გაიბრწყინა, ჯერ საჯარიმო დარტყმით გაიტანა ულამაზესი გოლი, შემდეკ კი ორი საგოლე პასი გააკეთა და თავის გუნდს ჰაერივით საჭირო სამი ქულა მოუტანა.

გარდა ამისა, მოედნის ცენტრის სრული ბატონ-პატრონი გახლდათ და ჩვეულად დირიჟორობდა "იუვეს" იერიშებს.

ტურის ფრაზა
ვესლი სნეიდერი (ინტერის ფეხბურთელი ბოლონიასთან განადგურების შემდეგ): "ისეთ ხასიათზე ვარ, რომ სარკეში ჩახედვის მეშინია - უნდა ჩამოვიწმინდოთ ეს სირცხვილი".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური, მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, 6 000 გულშემატკივარი,.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X), ნოვარა-ფიორენტინა 0:3 (XVII), კიევო-ლაციო 0:3 (XX).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ჯენოა 5:3 (XIX ტური), ინტერი-პალერმო 4:4 (XXI).

სერიები
მოგება: მილანი, ნაპოლი - 2 თამაში
წაგება: ჯენოა, ინტერი - 3
წაუგებლად: იუვენტუსი - 23
მოუგებლად: ჩეზენა, ინტერი - 5

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 48 გოლი - მილანი; 41 - ნაპოლი; 38 - ლაციო, პალერმო.
საუკეთესო დაცვა: 14 გაშვებული - იუვენტუსი; 21 - მილანი; 22 - ფიორენტინა, უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 16 გოლი - ჩეზენა; 20 - კიევო, ნოვარა; 21 - ბოლონია.
უარესი დაცვა: 44 გაშვებული - ჯენოა, 42 - ნოვარა; 39 - ლეჩე.
ზუსტი გადაცემები: 13273 - მილანი; 12981 - რომა; 12422 - იუვენტუსი.
კარის მიმართულებით დარტყმები: 423 - იუვენტუსი; 383 - რომა; 375 - ინტერი.
კარში დარტმები: 151 - იუვენტუსი; 131 - მილანი; 126 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
17 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 12 - ხერმან დენისი (ატალანტა), მიროსლავ კლოზე (ლაციო), როდრიგო პალასიო (ჯენოა), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ასისტენტები:
11 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 8 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), ჯიბრილ სისე (ლაციო); 5 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ზუსტი პასები
1795 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1563 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1475 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1424 - დანიელე დე როსი (რომა); 1385 - ტიაგო სილვა (მილანი); 1350 - მირალემ პიანიჩი; 1194 - ლუკა ჩიგარინი; 1071 - მიგელ ველოზო (ჯენოა).

კარის მიმართულებით დარტყმები
103 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 87 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 79 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 75 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 74 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 73 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 61 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).

კარში დარტყმები
46 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 33 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 31 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 29 - ხერმან დენისი (ატალანტა); 28 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 24 - მიროსლავ კლოზე (ლაციო); 22 - ადრიან მუტუ (ჩეზენა); 19 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 17 - მარკო რიგონი (ნოვარა).

ჯარიმები
57 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 55 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 54 - სტეფანო მორონე (პარმა), 53 - ხუან კუადრადო (ლეჩე); 52 - ხერმან დენისი (ატალანტა), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 47 - მაქსი ლოპესი (მილანი), ჯამპიერო პინცი (უდინეზე).

ციფრები და ფაქტები
- "ინტერმა" მიჯრით 3 შეხვედრა წააგო, ასეთი უარყოფითი შედეგი გუნდს ბოლოს 2004 წელს ჰქონდა;

- "ინტერს" 5 თამაშია არ მოუგია;

- "ბოლონიამ" პირველად დაამარცხა "ინტერი" 1998 წლის თებერვლის შემდეგ;

- 2012 წელს "ბოლონიას" არც ერთი მატჩი არ წაუგია;

- "ლაციომ" ერთ მატჩი 5 გოლი პირველად გაუშვა 2008 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც "იუვენტუსთან" 2:5-ზე განადგურდა;

- ფაბრიციო მიკოლი ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, რომელმაც გოლებშიც და საგოლე გადაცემებშიც ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია; მის ანგარიშზე 11 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა;

- "ნაპოლის" 380 წუთია გოლი არ გაუშვია;

- მორგან დე სანკტისმა პირველი მატჩი გამოტოვა სერია A-ში მას შემდეგ, რაც 2009 წელს "ნაპოლიში" გადავიდა. მის ანგარიშზე მიჯრით ჩატარებული 99 შეხვედრაა;

- სალი მუნტარიმ სადებიუტო შეხვედრა გამართა "მილანის" შემადგენლობაში და პირველი გოლიც გაიტანა;

- სერია A-ში პირველი გოლები გაიტანეს: დავიდე ბრივიო (ლეჩე), დანიელ პუდილი (ჩეზენა), ურბი ემანუელსონი (მილანი), კრისტიანო დელ გროსო (სიენა).

- "კატანიას" მიჯრით სამი გასვლითი მატჩი აქვს წაგებული;

- "ლეჩემ" 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და პირველად გაიტანა საკუთარ მოედანზე 4 გოლი 2005 წლის შემდეგ;

- მიმდინარე სეზონში, "სიენას" ჯერ გასვლითი თამაში არ მოუგია;

- მიმდინარე სეზონში, "მილანის" 17-მა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი; ასეთი მაჩვენებელი სხვა არც ერთ გუნდს არ აქვს;

- "ჯენოამ" მიჯრით მესამე მატჩი წააგო და უკვე 314 წუთია გოლი არ გაუტანია;

- "ნოვარას" 3 მატჩია არ წაუგია და 282 წუთია კარს მშრალად ინახავს; იქამდე, ეს გუნდი ყველა ტურში უშვებდა მინიმუმ 1 გოლს;

- "რომას" ყველა საშინაო შეხვედრაში აქვს გატანილი მინიმუმ 1 გოლი ლუის ენრიკეს თავკაცობით;

- მიმდინარე სეზონში, "კალიარიმ" 7 შეხვედრა დაასრულა ნულოვანი ფრით, რაც უნიკალური მაჩვენებელი არა მარტო იტალიის, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის მასშტაბითაც კი;

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 24 15 5 4 48-21 50
2. იუვენტუსი 23 13 10 0 36-14 49
3. უდინეზე 24 12 6 6 34-22 42
4. ლაციო 24 12 6 6 38-29 42
5. რომა 24 11 5 8 37-27 38
6. ნაპოლი 24 9 10 5 41-24 37
7. ინტერი 24 11 3 10 34-33 36
8. პალერმო 24 10 4 10 38-35 34
9. კალიარი 24 7 10 7 22-23 31
10. კიევო 23 7 6 10 18-29 30
11. ჯენოა 24 9 3 12 31-46 30
12. ფიორენტინა 22 7 7 8 23-22 28
13. პარმა 23 7 7 9 27-35 28
14. ატალანტა 24 8 10 6 26-27 28
15. კატანია 22 6 9 7 28-32 27
16. ბოლონია 22 6 7 9 21-26 25
17. სიენა 23 5 8 10 23-26 23
18. ლეჩე 24 5 6 13 26-39 21
19. ნოვარა 23 3 8 12 19-40 17
20. ჩეზენა 23 4 4 15 16-37 16

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

გადადებული მატჩი
22 თებერვალი: სიენა-კატანია 21:30

მომდევნო ტური
25 თებერვალი: ჯენოა-პარმა, მილანი-იუვენტუსი; 26 თებერვალი: კიევო-ჩეზენა, კალიარი-ლეჩე, კატანია-ნოვარა, სიენა-პალერმო, ატალანტა-რომა, ლაციო-ფიორენტინა, ნაპოლი-ინტერი, ბოლონია-უდინეზე.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 589 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1