მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » სერია A. კვირის შეჯამება: უკვე ტრადიციული, არასრული ტური
10:08 PM
სერია A. კვირის შეჯამება: უკვე ტრადიციული, არასრული ტური

სერია A. კვირის შეჯამება: უკვე ტრადიციული, არასრული ტური

ქვემოთ, სერია A-ს კიდევ ერთი არასრული ტურის სიმბოლურ ნაკრებზე, გმირზე, ციფრებზე და ფაქტებზე გვექნება საუბარი - იქამდე კი იტალიურიფეხბურთის ყველაზე აქტუალურ თემებს და ორშაბათს გამართულ ორ პაექრობას გადავავლოთ თვალი... 

მორატი: ეტო'ო და მოტა თვითონ წავიდნენ

უკვე გაცნობეთ, რომ კლაუდიო რანიერიმ "ინტერის" სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და ამით, თვით მასიმო მორატის გაკრა კბილი. ეს ერთგვარ თავდაცვით ქმედებას ჰყავდა, რადგან ბოლო პერიოდში, რანიერის გათავისუფლებაზე პრესა ძალიან აქტიურად წერდა და წერს კიდეც. 

აპენინელი ჟურნალისტები უმალ მორატის შეეხმიანენ და რანიერის განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს - აქვე, "ინტერის" პრეზიდენტის პასუხი:

"კლაუდიოს კარგად ვიცნობ და ვიცი, რატომაც გააკეთა ასეთი კომერნტარი. ამით, მას კლუბის ხელძღვანელობა არ გაუკრიტიკებია, უბრალოდ არსებული ვითარება შეაფასა. ვაღიარებ, რომ სატრანსფერო ბაზარზე მეტი აქტიურობა გვმართებდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ფატალური შეცდომები ნამდვილად არ დაგვიშვია. უბრალოდ, გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, ეს კი ყოველთვის მტკივნეულია. 

რაც შეეხება გაშვებულ მოთამაშეებს, აქ თავად ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს ყველაფერი. როდესაც ადამიანს წასვლა უნდა, აზრს ვერ ვხედავ რომ დარჩენა აიძულო. ასე იყო სამუელ ეტოოსა და ტიაგო მოტას შემთხვევებში - მათ პირადად მითხრეს, რომ სხვა გუნდში გადაბარგება უნდოდათ და მეც გზა დავულოცე. მთავარია, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ და ვპირდები გულშემატკივრებს, რომ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ვიაქტიურებთ".
ორშაბათის მატჩები
ნაპოლი-კიევო 2:0
გოლები: 1:0 ბრიტოსი (14), 2:0 კავანი (37-პენ.).

სიენა-რომა 1:0
გოლი: 1:0 კალაიო (51-პენ.).

სერია A-ს XXIII ტურის ორშაბათის შეხვედრების შესახებ აქამდე არაფერი გვითქვამს და ორიოდე სიტყვით აუცილებლად უნდა შევეხოთ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, "ნაპოლიმ" როგორც იქნა მოიგო თამაში და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა.

დიახ, ვალტერ მაძარის გუნდმა "კიევოს" სძლია და მთლიანობაში, საკმაოდ მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. სწორედ ამან აავსო ოპტიმიზმით სამხრეთული გუნდის მთავარი მწვრთნელი - მოვუსმინოთ მაძარის:

"მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ლიდერთა მარაქას მივუახლოვდით. სატურნირო მდგომარეობა გამოსასწორებელი გვაქვს და თითოეულ ქულას ოქროს ფასი ადევს. ჩემმა შეგირდებმა კარგად გაიაზრეს, რომ ყველა შეხვედრაში მაქსიმალური დახარჯვაა საჭირო - ეს გაკვეთილი ჩვენ "ჩეზენასთან" საშინაო შეხვედრაში მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვეთ".

"ნაპოლიმ" პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე "კიევოს" - პირველი გოლი მცველმა ბრიტოსმა გაიტანა, რომელიც კუთხურზე ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და თავური დარტყმით ვერონელთა კარის ბადე შეარხია. რაც შეეხება მეორე გოლს, ის ედინსონ კავანის ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანით იხეირა. მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ, 2:0 ნეაპოლელთა სასარგებლოდ.

"სიენამ" საკუთარ მოედანზე "რომა" წააქცია, ერთადაერთი და გამარჯვების გოლი კი თერთმეტმეტრიანით კალაიომ გაიტანა. "ჯალოროსის" კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში, მომენტებიც მეტი შექმნა, მაგრამ შედეგი ამ ყველაფერს არ მოჰყოლია. 

ტოსკანელებმა იძალეს, რომაელთა მთავარი მწვრთნელი კი მატჩისშემდგომ თავს იმართლებდა - ბოლოს, სწორედ ლუის ენრიკეს მოვუსმინოთ: 

"უკვე მერამდენედ მიწევს იმის აღნიშვნა, რომ არასტაბილურად ვასპარეზობთ და ეს გამოუცდელობის ბრალია. მიმდინარე სეზონში, გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, მოძლიერდეს და შემდეგ, ყველაფერი დალაგდება. დღეს, შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოვავლინეთ და მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. უნდა მოვიკრიბოთ ძალები და სეზონის დარჩენილი ნაწილი მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ".

სერიები
მოგება: ფიორენტინა - 2 თამაში
წაგება: კიევო - 3 
წაუგებლად: იუვენტუსი - 21
მოუგებლად: ჩეზენა, ინტერი, კიევო - 4

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 45 გოლი - მილანი; 38 - ნაპოლი; 37 - ლაციო.
საუკეთესო დაცვა: 13 გაშვებული - იუვენტუსი; 19 – ფიორენტინა, მილანი; 20 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 15 გოლი - ჩეზენა; 18 - ბოლონია; 19 - კიევო.
უარესი დაცვა: 42 გაშვებული - ნოვარა, ჯენოა; 38 – ლეჩე; 34 - პარმა.
ზუსტი გადაცემები: 12719 - მილანი; 12452 - რომა; 11330 - იუვენტუსი.
კარის მიმართულებით დარტყმები: 377 - იუვენტუსი; 366 - რომა; 360 - მილანი.
კარში დარტმები: 136 - იუვენტუსი; 125 - მილანი; 118 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები: 
17 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 13 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 12 - ხერმან დენისი (ატალანტა), მიროსლავ კლოზე (ლაციო), როდრიგო პალასიო (ჯენოა), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა).

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 23 14 5 4 45-20 47
2. იუვენტუსი 21 12 9 0 33-13 45
3. ლაციო 23 12 6 5 37-24 42
4. უდინეზე 23 12 5 6 34-22 41
5. ინტერი 23 11 3 9 34-30 36
6. რომა 23 10 5 8 36-27 35
7. ნაპოლი 23 8 10 5 38-24 34
8. პალერმო 23 9 4 10 33-34 31
9. ჯენოა 22 9 3 10 31-44 30
10. კალიარი 23 7 9 7 22-23 30
11. ფიორენტინა 21 7 7 7 23-19 28
12. კატანია 21 6 9 6 27-29 27
13. პარმა 21 7 6 8 27-34 27
14. კიევო 22 6 6 10 17-29 27
15. ატალანტა 22 7 9 6 25-27 24
16. სიენა 22 5 8 9 22-22 23
17. ბოლონია 21 5 7 9 18-26 22
18. ლეჩე 23 4 6 13 22-38 18
19. ჩეზენა 22 4 4 14 15-34 16
20. ნოვარა 22 3 7 12 19-40 16

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა


კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 473 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1