მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » სანდერლენდი (საფეხბურთო კლუბი)
12:14 PM
სანდერლენდი (საფეხბურთო კლუბი)

სანდერლენდი (საფეხბურთო კლუბი)

სრული სახელი Sunderland Association Football Club
მეტსახელი "შავი კატები"
დაარსდა 17 ოქტომბერი, 1879
სტადიონი სინათლის სტადიონი
(ტევადობა: 49,707 მაყურებელი)
პრეზიდენტი ელის შორტი
მწვრთნელი მარტინ ო'ნილი
ლიგა პრემიერლიგა
2010-11 მე-10 ადგილი

საფეხბურთო კლუბი სანდერლენდი (ინგ. Sunderland Association Football Club) — ინგლისის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1879 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა, სკოლის მასწავლებლის ჯეიმს ალანის მიერ. სანდერლენდს მოგებული აქვს ინგლისის პრემიერლიგის 6 ტიტული და ინგლისის თასის 2 ტიტული. სანდერლენდი დიდი ხანი იყო რეკორდსმენი პრემიერლიგაში ზედიზედ ჩატარებული 68 სეზონის მიერ, სანამ 1992 წელს არსენალმა არ გადაასწრო მაგ მაჩვენებლით. 1997 წლიდან სანდერლენდი თავის საშიანო მატჩებს "სინათლის სტადიონზე" ატარებს, რომლის ტევადობაც 2000 წლის მერე 49 000 შეადგენს. მანამდე გუნდი "როკერ პარკი"-ს სტადიონზე ასპარეზობდა. სანდერლენდის მოსისხლე მტერი ნიუკასლ იუნაიტედი ითვლება, ეს დაპირისპირება ინგლისში ტაინ-უირის დერბის სახელს ატარებს. (პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 1898 წელს ჩატარდა).სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 საწყისი წლები 1879-1913
3 მსოფლიო ომებს შორის 1913-1939
4 ომის შემდგომი პერიოდი და გავარდნა 1939-1959
5 მე-2 დივიზიონი და მონაწილეობა ევროთასებზე 1959-1979
6 ორი ფინალი: 1979-1997
7 ბოლოდროინდელი მოვლენები 1997-...
8 შემადგენლობა
9 ტიტულები
10 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]
საწყისი წლები 1879-1913 [რედაქტირება]

1879 წლის 17 ოქტომბერს სანდერლენდის მცხოვრებმა, სკოლის მასწავლებელმა ჯეიმს ალანმა დაარსა "სანდერლენდის საოლქო და მასწავლებელთა ასოციაციის საფეხბურთო კლუბი". 1-ლი ოფიციალური თამაში გუნდმა 1880 წლის 13 ნოემბერს ჩაატარა ფერიჰილ ატლეტიკის წინააღმდეგ, რომელშიც 1:0 დამარცხდა. გუნდის 1-ლი საშინაო სტადიონი იყო "ბლუ ჰაუს ფილდი", რომელიც ჯეიმს ალანის სკოლასთან ახლოს იყო ჰენდონში. გუნდმა კიდე სამი სტადიონი გამოიცვალა (გროუვი, ჰორაციო სტრიტი & ებს ფილდი), სანამ 1886 წელს სახლის სტადიონი "ნიუკასლ როადი" არ გახდა. 1881 წელს გუნდს გადაერქვა სახელი და დაერქვა "სანდერლენდის ასოციაციის საფეხბურთო კლუბი", რის მერე ნება დართეს რო გუნდს სხვა პროფესიის ხალხსაც ეთამაშა(არა მარტო მასწავლებლებს). ეს დაეხმარა გუნდს რო უფრო კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულიყო და ასევე გააუმჯობესა გუნდის მატერიალური ბაზა. ჯეიმს ალანი არ იყო კმაყოფილი იმ ვითრებით რო გუნდი პროფესიონალური კლუბი ხდებოდა, რის გამოც 1888 წელს ალანმა დატოვა გუნდი და დაარსა სხვა საფეხბურთო კლუბი სახელწოდებით "სანდერლენდ ალბიონი". ამ ორ გუნდს შორის დიდი კონკურენცია მიდიოდა, სანამ 1892 წელს სანდერლენდ ალბიონი არ დაიშალა.

სანდერლენდის პირველი მწვრთნელი იყო ტომ უოტსონი (დაინიშნა 1889 წლის აგვისტოს). მაგ პერიოდში გუნდი ასპარეზობდა შიდა ტურნირებში, ინგლისის თასზე და ატარებდა ამხანაგურ თამაშებს ინგლისის საფეხბურთო ლიგის გუნდებთან. გუნდის ზრდის პოპულარიზაციასთან გუნდმა განაცხადი შეიტანა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობის შესახებ. 1890-91 წელს სანდერლენდი მიღებულ იქნა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში, სადაც "სტოკ სიტი" შეცვალა, რომელიც ბოლო ადგილზე გავიდა წინა სეზონში. მე-19 საუკუნის ბოლოში სანდერლენდი აღიარეს როგორც "ტალანტების გუნდი". ეს წოდება გუნდმა უილიამ მაკგრეგორისგან მიიღო, რომლის დაარსებულიც არის ლიგა. სანდერლენდი პირველად ჩემპიონი ხდება 1891-92 სეზონში, სადაც 42 ქულას აგროვებს და 5 ქულით ასწრებს მე-2 ადგილზე გასულ "პრესტონ ნორფ ენდ"-ს. შემდეგ სეზონშიც სანდერლენდი ხდება ჩემპიონი, ხოლო გუნდის ცენტრალური თავდასხმელი ჯონი კემპბელი ზედიზედ ორი სეზონი 30 გოლზე მეტს იტანს. ამ სეზონშივე სანდერლენდმა 100 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა, რომელიც 1919-20 წლებში "ვესტ ბრომვიჩმა" გააუმჯობესა 104 გატანილი გოლით.

1893-94 წლებში სანდერლენდი მე-2 ადგილზე გავიდა, "ასტონ ვილა"-ს შემდეგ, თუმცა შემდეგ სეზონშივე მე-3 გახდა ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებული, სადაც "ევერტონს" გადაასწრო 5 ქულით. 1894-95 წლის ჩემპიონატის შემდეგ შედგა მატჩი შოტლანდიის ჩემპიონს "ჰართსა" და სანდერლენდს შორის სადაც გამარჯვება სანდერლენდს ერგო 5:3 და გუნდი მსოფლიო ჩემპიონად აღიარეს. 1896 წლის აგვსიტოს ტომ უოტსონი ლივერპულის მწვრთნელად ინიშნება, ხოლო სანდერლენდში ახალ მწვრთნელად რობერტ კემპბელი ინიშნება. 1897-98 წლებში სანდერლენდი მე-2 ადგილზე გადის, "შეფილდ იუნაიტედის" შემდეგ, რომელსაც 5 ქულით ჩამორჩება. გუნდისთვის ეს იყო ბოლო სეზონი, რომელიც მან "ნიუკასლ როად"-ის სტადიონზე ჩაატარა. შემდეგ სეზონში გუნდი საშიანო მატჩებს "როკერ პარკ"-ის სტადიონზე ატარებდა. (რომელზეც პირველად 30 000 ადამიანს იტევდა). 1889 წელს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად "ალექს მაკი" ინიშნება. 1900-01 სეზონში სანდერლენდმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო 1901-02 გუნდმა თავისი მე-4 ტიტული მოიგო, სადაც ევერტონს 3 ქულით გადაასწრო. 1905 წელს სანდერლენდმა პირველად გადაიხა 1 000 ფუნტი "ალფ კომონი"-ს ტრანსფერში, რომელიც "მიდლსბროდან" გადმოვიდა. 1907-08 წელს სანდერლენდმა თავისი ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება აღნიშნა, რომელშიც გუნდმა "სენტ-ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლ იუნაიტედი" დაამარცხა ანაგრიშით 9:1.

1912-13 წლებში სანდერლენდი თავის მე-5 ტიტულს ეუფლება, სადაც ასტონ ვილა-ს 4 ქულით ასწრებს. ამავე სეზონში სანდერლენდს შეეძლო ოქროს დუბლი გაეკეთებინა, მაგრამ ფინალში 1913 წლის 19 აპრილს ასტონ ვილასთან 1:0 დამარცხდა. ამ პერიოდში სანდერლენდში ბევრს იტანდა ჩარლი ბიუკენი, რომელიც 2009 წლამდე მე-2 იყო შედეგების მიხედვით ბობ გერნის შემდეგ, რომელის გუნდის ბომბარდირად ითვლება (411 მატჩი 224 გოლი).
მსოფლიო ომებს შორის 1913-1939 [რედაქტირება]

სანდერლენდმა 1914-15 წლების სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა პირველ დივიზიონში. ამის შემდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს ფეხბურთელები იძულებულები გახდნენ შეეწყვიტათ ასპარეზობა და ევროპის კონტიტენტზე საომრად წასულიყვნენ. კლუბის ფეხბურთელებმა, ჩარლი ბაჩენმა და ბობ იანგმა სამხედრო მედლებიც კი მოიპოვეს. ომის დასრულების შემდეგ ინგლისის ჩემპიონატი განახლდა, სადაც სანდერლენდმა, 1919-20 წლების სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა.

1935-36 წლების სეზონში სანდერლენდი ისევ და ამ დროისთვის ბოლოჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ხოლო 1937 წელს გუნდი ინგლისის თასს დაეუფლა სადაც ფინალში პრესტონი 3:1 დაამარცხა.
ომის შემდგომი პერიოდი და გავარდნა 1939-1959 [რედაქტირება]

1957 წელს გუნდი დაჯარიმებული იქნა საფეხბურთო ლიგის მიერ, რადგანაც გუნდის ხელმძღვანელობამ გადააჭარბა სახელფასო ლიმიტი, ხოლო შემდეგ სეზონში გუნდმა თავის ისტორიაში პირველად დატოვა ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა, რომელშიც 68 წელი გაატარა. საინტერესო ფაქტი კი ის იყო რო გავარდნამდე გუნდმა სახელწოდება მიიღო "ინგლისის ბანკი", სარეკორდო ტრანსფერების განხორციელებისათვის იმ პერიოდში.


მე-2 დივიზიონი და მონაწილეობა ევროთასებზე 1959-1979 [რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც სანდერლენდი პირველად გავარდა პირველი დივიზიონიდან (1957-58 წლების სეზონში), გუნდმა მეორე დივიზიონში ცუდად დაიწყო ასპარაზობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მომდევნო სეზონში ”შავმა კატებმა” მხოლოდ მე-16 ადგილის დაკავება შეძლეს. მომდევნო წლებში კლუბი მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა და პირველი დივიზიონის საგზურს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ქულით აცდა. 1961-62 წლების სეზონში ტრავმების გამო ფეხბურთის თამაშს თავი დაანება ბრაინ კლაფმა. მან სანდერლენდის შემადგენლობაში ჩატარებულ 74 მატჩში 63 გოლი გაიტანა. ექვსი წლის გასვის შემდეგ სანდერლენდი კვლავ დაბრუნდა პირველ დივიზიონში (1972-73 წლების სეზონის შემდეგ).

50-ების დასასრულის და 70-ების დასასრულის პერიოდში დღევანდელ დღემდე გუნდმა ბოლო დიდ წარმატებას მიაღწია, მოიგო რა ინგლისის თასი 1972-73 წლების სეზონში.
ორი ფინალი: 1979-1997 [რედაქტირება]

1985 წელს სანდერლენდი დღევანდელ დღემდე ბოლოჯერ გავიდა ინგლისის თასის ფინალში, მაგრამ ნორვიჩთან დამარცხდა. 1987 წელს სანდერლენდი თავის ისტორიაში პირველად აღმოჩნდა მე-3 ლიგაში, თუმცა დიდ ხანს გაჩერებას გუნდი იქ არ აპირებდა და 1987-88 წლებში დენის სმიტის ხელმძღვანელობით გუნდი ისევ მე-2 ლიგაში აღზევდა. 90-ების დასაწყისში გუნდმა შეძლო რო პრემიერლიგაში გადასულიყო, თუმცა დიდი ხანი არ გაჩერებულა მანდ. ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი გუნდისთვის იმ პერიოდში ის იყო რო გუნდი 1992 წელს ინგლისის თასის ფინალში გავიდა, სადაც ლივერპულთან 2:0 დამარცხდა.


ბოლოდროინდელი მოვლენები 1997-... [რედაქტირება]

90-ან წლების დასასრულში გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა. 1997 წელს გუნდმა ახალი სტადიონი მიიღო 40 000 ადამიანის ტევადობით, ხოლო 1999 წელს სანდერლენდმა მე-2 ლიგის (ამჟამინდელი ჩემპიონშიფი) გამარჯვებული გახდა და უფლება მოიპოვა, რომ პრემიერლიგაში ეასპარეზა. 1999/2000 სეზონში სანდერლენდის თავდამსხმელი კევინ ფილიპსი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მომავალ სეზონში გუნდი ისევ გავარდა პრემიერლიგიდან. ჩემპიონშიპში სათავეში სანდერლენდსმიკ მაკარტი ჩაუდგა, ვისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონშიფი მოიგო და პრემიერლიგაში აღზევდა, თუმცა რანგით ინგლისის უმაღლეს ლიგაში სეზონი ისევ ჩააგდო და ისევ ჩემპიონშიფში დაეშვა.


კევინ ფილიპსი (ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 1999/2000)


2006 წელს სანდერლენდს შეეცვალა ხელმძღვანელობა, გუნდი იყიდა სანდერლენდის ყოფილმა ფეხბურთელმა ნილ ქუინმა, რომელმაც თავის ძველი მეგობარი როი კინი მოიყვანა სანდერლენდის მწვრთნელად. პირველივე სეზონში როი კინმა ჩემპიონშიფი მოაგებინა გუნდს და ისევ პრემიერლიგაში დააბრუნა, სადაც წინა სეზონების განსხვავებით გუნდმა უფრო უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და შეინარჩუნა ადგილი ინგლისის ელიტალურ ლიგაში. 2009 წლის 27 მაისს ამერიკელმა ბიზნესმენმა ელის შორტმა შეიძინა სანდერლენდის 100%-იანი აქცია. გუნდში ისევ ცვლილებები მოხდა, რომლის შემდეგაც წავიდა როი კინი და მის ადგილას მოვიდა ინგლისელი სპეციალისტი სტივ ბრუსი, რომელმაც გუნდი პირველივე სეზონში მე-13 ადგილზე გაიყვანა. 2010/11 სეზონი სანდერლენდმა შესანიშნავად დაიწყო და ამბიციაც გაჩნდა ევრო თასებზე მოხვედრის, გუნდი კარგად დაბალანსდა რაც თამაშის შედეგებზეც აისახებოდა, განსაკუთრებით 1-ლი წრე სანდერლენდისთვის საუცხოო გამოდგა, თუმცა მე-2 წრეში გუნდმა ძაან აურია, რაც მე-10 ადგილზე სეზონის დამთავრებით დასრულდა, თუმცა ესეც კარგი შედეგი იყო გუნდისთვის.
შემადგენლობა [რედაქტირება]

2010/2011ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 მეკარე კრეიგ გორდონი
2 მცველი ფილ ბარდსლი
3 მცველი ვეინ ბრიჯი
4 მცველი მაიკლ ტარნერი
5 მცველი ვეს ბრაუნი
6 ნახევარმცველი ლი კატერმოლი (კაპიტანი)
7 ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი
8 ნახევარმცველი კრეიგ გარდნერი
9 თავდამსხმელი ფრეიზერ კემპბელი
10 თავდამსხმელი კონორ ვიქჰემი
11 ნახევარმცველი კირან რიჩარდსონი
12 მცველი მეტიუ კილგალონი
14 ნახევარმცველი ჯეკ კოლბექი
15 ნახევარმცველი დევიდ ვონი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
16 მცველი ჯონ ო'ში
17 თავდამსხმელი ჯი დონ-ვონი
18 ნახევარმცველი დევიდ მეილერი
19 მცველი ტიტუს ბრამბლი
20 მეკარე კირან ვესტვუდი
21 თავდამსხმელი ოუმარ ტუნკარა
22 მეკარე საიმონ მინოლეტი
23 ნახევარმცველი ჯეიმს მაკკლინი
25 მცველი სოტირიოს კირგიაკოსი
26 ნახევარმცველი ჯორდან კუქი
27 ნახევარმცველი აჰმედ ელ მუჰამედი
28 ნახევარმცველი სტეფან სესენიონი
52 თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი


ტიტულები [რედაქტირება]
ინგლისის ჩემპიონი (6-ჯერ):

1891-92, 1892-93, 1894-95, 1901-02, 1912-13, 1935-36.
ინგლისის თასი (2-ჯერ):

1937, 1973.

კატეგორია: კლუბების ისტორიები | ნანახია: 618 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1