მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » საქართველო ფიფას რეიტინგში დაქვეითებას განაგრძობს
10:15 PM
საქართველო ფიფას რეიტინგში დაქვეითებას განაგრძობს

საქართველო ფიფას რეიტინგში დაქვეითებას განაგრძობს
ფიფა/კოკა-კოლას თებერვლის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები კიდევ 5 საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად 436 ქულით 81-ე ადგილზე იმყოფება.

"ჯვაროსნების" მომავალი მეტოქე ალბანეთის ნაკრები, რომელთანაც ამხანაგური მატჩი 29 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეგაიმართება, ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში 452 ქულით 78-ე ადგილზეა.

იანვრის რეიტინგთან შედარებით ცვლილებები პირველ ათეულსაც შეეხო. გერმანიის ნაკრებმა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, პორტუგალია მეშვიდედან მეექვსე პოზიციაზე გადავიდა. 

აღსანიშნავია, რომ არგენტინის ეროვნული გუნდი ფიფას თებერვლის რეიტინგში პირველ ათეულში აღარ იმყოფება, არგენტინელები ერთი საფეხურით დაქვეითდნენ და ამ ეტაპისთვის მე-11 ადგილზე არიან.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
1.ესპანეთი 1566
2.(3) გერმანია 1369
3.(2)ჰოლანდია 1359
4.ურუგვაი 1317
5.ინგლისი 1179
6.(7)პორტუგალია 1155
7.(6)ბრაზილია 1152
8.(9)იტალია 1115
9.(8)ხორვატია 1101
10.(11)დანია 1090

78.(77)ალბანეთი 452
81.(76)საქართველო 436
კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 459 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 0.0/0