მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » რონალდოს ბიოგრაფია
10:50 PM
რონალდოს ბიოგრაფია

პირადი მონაცემები
სრული სახელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა
დაბ. თარიღი 18 სექტემბერი, 1976
დაბ. ადგილი რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 183 სმ.
პოზიცია თავდამსხმელი
ახალგაზრდობის კლუბები
1990–1991
1991–1993 სოციალ რამოსი
São Cristóvão
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
1993
1994–1996

1996–1997
1997–2002
2002–2007

2007-2008
2009-2011 კრუზეირო
პსვ
ბარსელონა
ინტერი
რეალ მადრიდი
მილანი
კორინთიანსი 13 (12)
46 (42)
37 (34)
69 (49)
127 (83)
16 0(9)
ეროვნული ნაკრები2
1997–2006 ბრაზილია 97 (62)

ცხოვრების ადრეული წლები [რედაქტირება]

ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმხანად სატელეფონო კომპანია „ტელირში" მუშაობდა, დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო. ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს. ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მას ისღა დარჩენოდა, თავის საყვარელ ტყავის ბურთთან განმარტოვებულიყო... რონალდოს სკოლა არასოდეს იზიდავდა, მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა. გავიდა დრო, რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებით ვარჯიშობდა – პასებს, დარტყმებს ამუშავებდა. თავს არ ზოგავდა. მისგან რაკეტასავით სწრაფი, ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.
ადრეული კარიერა [რედაქტირება]

1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში" დაიწყო თამაში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ, ის მეკარე იყო. თუმცა, მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა, მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან" მატჩში მოხდა. „ვალკუერემ" მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის" ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.

პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა. რონალდო ქვეყნის 17–შლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა. საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა – პიტამ და მარტინსმა, რომლებსაც იგი 7 500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს" 50 000 დოლარად მიჰყიდეს.

რონალდოს ამხანაგები დღეს იხსენებენ,თუ რა უცნაური და მარიფათიანი იყო იგი იმ პერიოდში. პარტნიორებს ჰამბურგერებს პარავდა, მწვრთვნელს კი ახალ ბუცებსა თუ ბოტასებს. ყველას თავს აცოდებდა, ჟურნალისტებს ათასგვარი ხრიკებით აგიჟებდა... თურმე, ერთხელ, რონალდო რესტორანში შევიდა და შესჩივლა, ფეხბურთელი ვარ, არაფერი მაბადია, დანა–ჩანგალიც კი არ მაქვსო. ერთი სიტყვით, ცოტა ხანში რესტორნის მომსახურე პერსონალი ცრემლებს აღვარღვარებდა. ბოლოს, როცა რონალდო წუწუნსა და თავში ხელის ცემას მორჩა, რესტორნის მენეჯერმა მთელი სერვიზი–თეფშები, ჩანგლები და ჭიქები უფეშქაშა.
წარმატებული კარიერა [რედაქტირება]
პსვ - ბარსელონა [რედაქტირება]

ჰოლანდიურ „პსვ–ში"გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო. „პსვ–ს" მენეჯერს, არნესენს, ხოტბა შეასხეს, ყოჩაღ თქვენ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ აღმოაჩინეთო. ამაზე არნესენმა განაცხადა, რონალდოს შეძენას ტყუილად მილოცავთ, ასეთ ნიჭიერ ფორვარდს ბებიაჩემიც კი დაინახავდაო. რონალდო კომპანია „ნაიკმაც" შენიშნა და სპონსორად მოევლინა, არადა, მანამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრაზილიელს „ნაიკის" ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.

1996 წელს რონალდო ამერიკაში, ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შედეგად, ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა" დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.

„ბარსასთან" რონიმ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, პარალელურად „ნაიკმაც" სასწრაფოდ მიიღო ზომები. ბრაზილიელის სპონსორობას ხომ უკვე ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა. იმ პერიოდიდან მსოფლიოში „რონალდომანია" დაიწყო.

„ბარსას" შემადგნლობაში რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ წარმატებას იგი მშვიდად შეხვდა. ბარსელონაში ცხოვრება რონალდოს ძალიან მოსწონდა და სურდა, რომ იქ დიდხანს დარჩენილიყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნა. ამას დაერთო მილანიდან საოცრად მიმზიდველი წინადადება და რონალდოს გულმა იტალიისკენ გაუწია. ბარსელონაში ახლაც დარწმუნებულები არიან, რომ რონალდო მათი კლუბის ერთგული არასდროს ყოფილა და თავის ინტერვიუებში ზღაპრებს ჰყვებოდა. „ბარსას" ფანებს სჯერათ, რომ „ინტერის" შემოთავაზებული წინადადება ბრაზილიელს კარგა ხნის აწონილ–დაწონილი ჰქონდა და თვალთმაქცობდა, აქაოდა, არსად წამსვლელი არ ვარო. ერთი სიტყვით, რონიმ არჩევანი იტალიელთა სასარგებლოდ გააკეთა და თავის კარიერაში კატალონიური გვერდი გადაფურცლა.
ინტერი [რედაქტირება]

„ინტერმა", მილანმა და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა. სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ, ფანებმა რონალდოს „ფენომენი" შეარქვეს. პირველ „ინტერულ" სეზონში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა: „ოქროს ბუცი", „ოქროს ბურთი" და „ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის" ტიტული.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე რონალდო ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი იყო.

საფრანგეთში რონიმ თავისი ახლობელ–ნათესთვების მთელი არმია ჩაიყვანა და ბილეთებზე თუ სასტუმროს ნომრებზე 50 ათასი დოლარი დახარჯა. თავისი გერლფრენდი, მოდელი სუზანა ვერნერი მდიდრულ სახლში მიაბრძანა და როგორც მოსალოდნელი იყო, ჭორების ქარბორბალაც აგორდა. ჟურნალისტებმა უმალ გამოთვალეს, რომ სუზანა რონალდოსთვის რიგით მე–200 ქალი იყო. რამდენიმე დღეში არგენტინულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, სუზანას ბრაზილიელი ჟურნალისტი პედრო ბიალი ჰყვარობსო. ცხადია, ამ ყველაფერმა რონალდოზე ნეგატიური გავლენა იქონია. იგი ბიალის პირისპირ შეხვდა და კაცურად დაელაპარაკა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ყველაფერი ჭორი იყო. რონალდოს ნერვები ისედაც მაქსიმალურ ზღვარზე ჰქონდა და რა თქმა უნდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა ის ძალიან დააზარალა. ამას ისიც დაერთო, რომ სუზანას ხელში ჩაუვარდა ფოტო, სადაც რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიროვა რონალდოს კოცნიდა.ერთი სიტყვით, სუზანამ „კიჭას" სათქმელი პირში მიახალა და დაშორდა. საფრანგეთის ნაკრებთან ფინალური მატჩის დაწყებამდე ბრაზილიელთა თავკაცმა მარიო ზაგალომ გადაწყვიტა, მოედანზე რონალდოს ნაცვლად ედმუნდო გაყვანა. ფორვარდი მწვრთვნელს გუნდის ექიმთან ერთად გამოეცხადა და უთხრა, თამაში შემიძლიაო... იმ დილით ის თავს შეუძლოდ გრძნობდა. რობერტო კარლოსი, რომელიც ოთახში რონალდოსთან ერთად ცხოვრობდა, იხსენებს რომ „კიჭას" ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი შეტევა ჰქონდა, რის გამოც სასწრაფოდ ექიმს უხმო, თუმცა გამოკვლევამ ეპილეფსია გამორიცხა. უბრალოდ რონალდო შეუძლოდ იყო, ალბათ ნერვიულობის გამო. ექიმს უთქვამს, თუ ითამაშებს, მის ჯანმრთელობას ეს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნისო. რონალდომ ითამაშა, მაგრამ ფრანგების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და ბრაზილიამ წააგო.

„ინტერში" მომავალი სეზონი რონიმ ფაქტობრივად „ცალ ფეხზე" ჩაითამაშა, თუმცა „ინტერისგან" განსხვავებით მის პირად „მონაპოვარს" ცუდი არ ეთქმოდა. მან ბრაზილიეელთა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 1998 წელს ზიდანის შემდეგ საუკეთესოდ აღიარეს. როგორც მანამდე, ახლაც ყველა ცნობილი სახე ცდილობს რონალდოს გვერდით გაიელვოს, სურათებში გამოჩნდეს. მათ შორის არიან მადონა, ტიმ დანკანი, ვალენტინო როსი, რუბენს ბარიკელო და კიდევ სხვები.

ისტორია სუზანა ვერნერთან დაკავშირებით, მან უკვე დაივიწყა. ის მეუღლესთან მილენა დომინგესთან თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ მილენამ ქმარს „ინტერის" ჰოლანდიელ ლეგიონერთან კლარენს ზეედორფთან უღალატა და ოჯახური იდილიაც დაირღვა. ამასობაში „ინტერის" ახალ მწვრთვნელად მარჩელო ლიპი დანიშნეს. მისი პირველივე განცხადება სენსაციური იყო: „მე რონალდო არ მჭირდება", –განაცხადა მან და რონალდო სათადარიგოთა სკამზე დასვა.

კორეა–იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მეტად სკანდალური გამოდგა, ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. რონალდომ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით ყველა განაცვიფრა და 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
რეალი - მილანი [რედაქტირება]

„მსოფლიო–2002"–ის შემდეგ რონალდო რეალში გადავიდა. „სამეფო კლუბმა" მისი შეძენა 50 მილიონად შეძლო.„რეალში" რონალდომ შესანიშნავად ჩაატარა 4 სეზონი. „მსოფლიო–2006"–ზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში" არცთუ წარმატებით თამაშობდა, ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში" გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.
ჯილდოები [რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები [რედაქტირება]
ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 15 გოლი 19 თამაშში 3 მსოფლიო ჩემპიონატში.
2006 ბრიანჯაოს ბუცი (მესამე ადგილი) - 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
2002 ოქროს ბუცი (პირველი ადგილი) - 8 გოლი
2002 ვერცხლის ბურთი - მეორე საუკეთესო ფეხბურთელი
2002 გამარჯვებული
1998 ოქროს ბურთი - საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ბრინჯაოს ბუცი (მესამე ადგილი) - 4 გოლი, 4 საგოლე გადაცემა.
1998 მეორე ადგილოსანი.
1994 გამარჯვებული
ფიფა-ს კონფედერაციის თასი
1997 გამარჯვებული
კოპა ამერიკა
1997 გამარჯვებული
1999 გამარჯვებული
ოლიმპიური თამაშები
1996 მესამე ადგილოსანი
კლუბები [რედაქტირება]
კრუზეირო
1993 ბრაზილიის თასი
პსვ ეინდჰოვენი
1996 ჰოლანდიის თასი
ბარსელონა
1996 ესპანეთის სუპერ თასი
1997 ევროპის თასების მფლობელთა თასი
ინტერი
1998 უეფას თასი
რეალ მადრიდი
2002 საკონტინენტთაშორისო თასი
2002-03 ლა ლიგა
2003 ესპანეთის სუპერ თასი

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 618 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1