მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » რონალდინიო "ფლამენგოს" გაფიცვით ემუქრება
11:37 PM
რონალდინიო "ფლამენგოს" გაფიცვით ემუქრება

"ფლამენგოს" თავდამსხმელმა რონალდინიომ განაცხადა, რომ ლიბერტადორესის თასის სასტარტო შეხვედრაში მოედანზე არ გამოვა, თუ კლუბი მას დაგვიანებულ ხელფასს არ გადაუხდის.

2011 წლის დეკემბრის ბოლოს 31 წლის ფეხბურთელმა "ფლამენგოსთან" კონტრაქტი ერთი სეზონით გაახანგრძლივა, თუმცა იმ პირობით, რომ კლუბს ფეხბურთელისთვის 9 იანვრამდე დაგვიანებული ხელფასი უნდა გადაერიცხა, რაც დღემდე არ მომხდარა.

25 იანვარს "ფლამენგო" ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას ბოლივიურ "რეალ პოტოსისთან" გამართვას.




კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 447 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1