მთავარი » 2012 » თებერვალი » 19 » როი კინი: ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები კაცები არ არიან
3:56 PM
როი კინი: ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები კაცები არ არიან

როი კინი: ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები კაცები არ არიან

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ როი კინმა ლონდონის "არსენალის" ინგლისის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოდროინდელი შედეგები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "არსენალი" "მილანთან" სტუმრად 0:4 დამარცხდა, ხოლო გუშინ ინგლისის თასის გათამაშებიდან გავარდა, სადაც "სანდერლენდთან" 0:2 წააგო.

"ეს ალბათ ყველაზე ცუდი "არსენალია", რომელიც ოდესმე მინახავს. საერთოდ რაზე საუბარია, როცა მათი გუნდის 5-6 ფეხბურთელი მოედანზე ხელთათმანებით გამოდის? ნამდვილ მამაკაცებს მოედანზე ხელთათმანები არ სჭირდებათ", - თქვა როი კინმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 498 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1