მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » რობინიო: ლონდონშიც ასე უნდა ვითამაშოთ
9:18 PM
რობინიო: ლონდონშიც ასე უნდა ვითამაშოთ

რობინიო: ლონდონშიც ასე უნდა ვითამაშოთ

ლონდონის "არსენალის" კარში დუბლის ავტორმა "მილანის" ფორვარდმა რობინიომ თანაგუნდელებს მოუწოდა, არ მოდუნდნენ და ლონდონში გასამართ საპასუხო შეხვედრაშიც ასეთივე დონის ფეხბურთი აჩვენონ.

"ახლა ყველაფერი "მილანის" სასიკეთოდაა, მაგრამ ლონდონში საპასუხო შეხვედრაშიც ასე უნდა ვითამაშოთ. სტუმრად მეტოქეს ზედმეტი არაფერი უნდა გავაბედინოთ.

იმედი მაქვს, ჩვენს კლუბს ყველა ტურნირზე ბრძოლა შეუძლია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ჩინებული პასების გაკეთება შეუძლია", - განაცხადა რობინიომ.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 512 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1