მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » "რეალს" ნური შაჰინის გაშვება სურს
6:24 PM
"რეალს" ნური შაჰინის გაშვება სურს

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ შესაძლოა იანვარში გუნდიდან თურქი ჰავბეკი ნური შაჰინი გაუშვას.

როგორც გაირკვა, "სამეფო კლუბში" უკვე დაიღალნენ 23 წლის ფეხბურთელის მუდმივი ტრავმიანობით და აპირებენ ის იჯარით სხვა კლუბში გაანათხოვრონ.

არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელი უკან "დორტმუნდში" დაბრუნდეს, საიდანაც თავის დროზე "რეალში" გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე ნური შაჰინმა პრიმერაში "რეალის" მაისურით მხოლოდ ერთხელ ითამაშა.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 432 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1