მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » "რეალი" მზადაა გრანერო გაუშვას
11:24 PM
"რეალი" მზადაა გრანერო გაუშვას

მადრიდის "რეალი" მხადაა ესტებან გრანერო გაუშვას. "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის იჯარით განათხოვრებას აპირებს.

ესპანელი ნახევარმცველის შეძენა ლონდონის "არსენალსა" და სავარაუდოდ "მალაგას" სურს.

"მალაგას" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გრანეროს ნიჭის თაყვანისმცემელი ყოფილა და ფეხბურთელის ხილვა თავის გუნდში სურს.

"რეალის" ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში მოედანზე შვიდჯერ გამოვიდა. ადრე მადრიდელებს არ უნდოდათ გრანეროს იჯარით გაშვება, თუმცა როგორც ჩანს, ესპანური გრანდის ხელმძღვანელობამ აზრი შეიცვალა.




კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 434 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1