მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » რა უთხრა ჟოზე მოურინიომ რობერტო კარლოსს
10:58 PM
რა უთხრა ჟოზე მოურინიომ რობერტო კარლოსს

რა უთხრა ჟოზე მოურინიომ რობერტო კარლოსს

"რეალის" ლეგენდამ, რობერტო კარლოსმა, რომელსაც "ლევანტესთან" მატჩის სიმბოლურად გახსნის პატივი ხვდა წილად, განაცხადა, რომ ესაუბრა ჟოზე მოურინიოს.

ბრაზილიელი მცველის თქმით, პორტუგალიელი მწვრთნელი ამ სეზონის შემდეგაც მადრიდის "რეალში" აპირებს დარჩენას და ეს მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. "მე ვუთხარი მოუს, რომ თუკი გადაიფიქრებს, "ანჟი" მას ხელგაშლილი შეეგებება.

მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ის მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მუშაობს", - განაცხადა რობერტო კარლოსმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 565 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1