მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » რა უნდა ჯანო ანანიძისგან მოსკოვის "სპარტაკს"?
8:53 PM
რა უნდა ჯანო ანანიძისგან მოსკოვის "სპარტაკს"?

რა უნდა ჯანო ანანიძისგან მოსკოვის "სპარტაკს"?


მოსკოვის "სპარტაკი" "კოპა დელ სოლზე" ნორვეგიულ "რუსენბორგს" შეხვდა და პენალტების სერიაში 8:9 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების პლეიმეიკერმა ჯანო ანანიძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 62-ე წუთზე ველიტონმა შეცვალა.

შაბათს კი "სპარტაკს" ჯგუფური ეტაპზე მორიგი შეხვედრა ასევე ნორვეგიულ "მიოლდესთან" ჰქონდა და ამჯერად 3:0 გაიმარჯვა. ჯანო მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო.

"სპარტაკის" მატჩებს თვალს ადევნებდა ესპანეთში მყოფი მახაჩყალის "ანჟის" ერთ-ერთი მწვრთნელი ანდრეი გორდეევი, რომელმაც "სპორტ-ექსპრესთან" ანანიძეზეც ილაპარაკა.

ბოლო დროს ჯანოს "სპარტაკში" ფლანგზე ათამაშებენ. ჟურნალისტმა გორდეევს ჰკითხა - ანანიძე ცენტრში უფრო ეფექტური არ იქნებოდაო?
"ანანიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, მე ძალიან მომწონს. მისთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი ითამაშოს. მასთან დაკავშირებულ ვითარების დრამატიზირებას მოვერიდები.

ასაკის კვალობაზე, ჯანო საკმაოდ ჰარმონიულად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, მას "სპარტაკში" დიდი მომავალი აქვს. მართალია, თანამედროვე ფეხბურთში ათლეტიზმს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რითაც ჯანო ნამდვილად ვერ გვხიბლავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო ვერ ენდობიან. ხომ გაგიგიათ, ოქრო პატარა, მაგრამ ძვირფასია. ჩვენს შემთხვევას კი ეს ანდაზა ზედმიწევნით შეეფერება", - თქვა გორდეევმა.

ამასობაში რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა "მონაკოს" უარი შეუთვალა თავდამსხმელ არისა და ანანიძის იჯარაზე - ფრანგულ გუნდს სპარტაკელთა დამატება ერთი წლით სურდა.

ოდესღაც სახელოვანი კლუბი ამჯერად საფრანგეთის "ლიგა 2"-ში ასპარეზობს და იქაც ბოლოსწინა მე-19 ადგილზე იმყოფება. გუნდის საკონტროლო პაკეტი რუსმა ბიზნესმენმა დიმიტრი რობოლევლევმა შეიძინა და ტექნიკური დირექტორად მოსკოვური კლუბის ერთ-ერთი ყოფილი თავკაცი ევგენი სმოლენცევი დანიშნა.

მოლაპარაკება სწორედ სმოლენცევმა წამოიწყო. მაგრამ, რუსული მედიის ცნობით, კარპინმა უარით გაისტუმრა.

გაუგებარია ეს ყველაფერი: რუსული მედიის ცნობით, ზამთარში ქართველით ერთდროულად ოთხი ევროპული კლუბი დაინტერესდა - ინგლისური "არსენალი", ესპანური "რასინგი", გერმანული "ჰამბურგი" და ბერძნული "ოლიმპიაკოსი". არსენ ვენგერის "არსენალი" მზად იყო, საქართველოს ნაკრების ფებურთელში 4 მილიონ ფუნტი გადაეხადა. სხვათა შორის, თავად ანანიძის ნათქვამია, რომ "არსენალი" იწვევდა, მაგრამ რუსებმა უარი თქვეს.

დეკემბერში ინფორმაცია "სოვეტსკი სპორტმა" გაავრცელა: კლუბსაც არ სურს ნიჭიერი ახალგაზრდის სათადარიგოთა სკამზე ყოფნა და ფეხბურთელის წინსვლა რომ არ შეჩერდეს, შესაძლოა, იჯარით სადმე გაუშვანო.

მაგრამ იანვრის შუა რიცხვებში ფეხბურთელის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ წერტილი დასვა, თემა დახურულია, ანანიძე სეზონის ბოლომდე "სპარტაკში" რჩებაო.

ცხადია, ამაზე ვიფიქრეთ, რომ "სპარტაკს" 19 წლის ქართველის ეიმედებოდა, მაგრამ მოგვიანებით კარპინმა ორაზროვნად განაცხადა:

"გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, მაგალითად, ანანიძე (კიდევ რამდენიმე დაასახელა)... შესაძლოა, ჟურნალისტები მათ დუბლიორებად აღარ თვლით, თუმცა ასაკის მიხედვით, ისინი დუბლიორებსაც შეიძლება მივაკუთვნოთ".

ამ ორაზროვანი განცხადების შემდეგ "სპარტაკმა" ინგლისური "ევერტონიდან" ჯანოს პოზიციაზე დინიარ ბილიალეტდინოვი დაიმატა. თუმცა ქართველის იჯარაზე ლაპარაკიც შეწყდა.

გულდასაწყვეტი ისაა, შენიანი რომ "არსენალს" უნდა და არ უშვებს "სპარტაკი", სადაც ჯანოს ხშირად არ ათამაშებენ, სხვაგანაც არ უშვებენ და გაუგებარია, რა უნდათ მოსკოველებს?

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 475 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1