მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » "ფლამენგოს" ფორვარდმა ცარიელ კარში სამი მეტრიდან ვერ გაიატანა
0:06 AM
"ფლამენგოს" ფორვარდმა ცარიელ კარში სამი მეტრიდან ვერ გაიატანა

"ფლამენგოს" ფორვარდმა ცარიელ კარში სამი მეტრიდან ვერ გაიატანა

ბრაზილიური "ფლამენგოს" თავდამსხმელმა დეივიდმა გოლის გატანა ცარიელ კარში სამი მეტრის მანძილიდან ვერ შეძლო.

"გმირობა" ფეხბურთელმა გუანაბარას თასის ნახევარფინალში ჩაიდინა, სადაც "ფლამენგო" "ვასკო და გამას" დაუპირისპირდა.

საბოლოოდ "ფლამენგომ" შეხვედრა 1:2 დათმო და თასის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

თამაშის შემდეგ დეივიდმა თქვა, რომ მისი 5 წლის ვაჟიც შეძლებდა ამ ბურთის გატანას. ფორვარდის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ ბურთი კარში გავიდოდა და უკვე გოლის აღსანიშნავად ემზადებოდა.

  

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 486 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1