მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ფილიპ მექსესი: ლონდონის "არსენალისთვის" ოთხი გოლის გატანა ფანტასტიკაა
8:31 PM
ფილიპ მექსესი: ლონდონის "არსენალისთვის" ოთხი გოლის გატანა ფანტასტიკაა

ფილიპ მექსესი: ლონდონის "არსენალისთვის" ოთხი გოლის გატანა ფანტასტიკაა

"მილანის" ფრანგმა მცველმა ფილიპ მექსესმა, რომლის გუნდმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "არსენალი" დაამარცხა, თამაშის შემდეგ აღიარა, რომ ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას არ ელოდა.

"ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ. "არსენალისთვის" ოთხი გოლის გატანა ფანტასტიკაა, ამას არ ველოდი.

ლონდონში საპასუხო მატჩისთვისაც და იტალიის ჩემპიონატშიც ის განწყობა უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც ამ შეხვედრაში გვქონდა. ჩვენმა ფორვარდებმა უმაღლეს დონეზე ითამაშეს, "არსენალმა" კი ჩვეულზე უარესად ითამაშა", - თქვა ფრანგმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 439 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1