მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » ფერნანდო ტორესი ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახეს
0:02 AM
ფერნანდო ტორესი ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახეს

ფერნანდო ტორესი ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახეს

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკეს მიერ, ვენესუალას ეროვნულ გუნდთან სათამაშოდ გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის ვერ მოხვდა.

მასთან ერთად სიაში არ არის "ბარსელონას" ფეხბურთელი პედროც.

თავად დელ ბოსკემ საკუთარი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ ტორესს ჯერ დაკარგული არაფერი აქვს.

"ეს ევროპის ჩემპიონატის განაცხადი არ არის", - თქვა სპეციალისტმა.

ესპანეთის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: იკერ კასილიასი ("რეალი"), ვიქტორ ვალდესი ("ბარსელონა"), პეპე რეინა ("ლივერპული");
მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი ( ორივე - "რეალი"), კარლეს პუიოლი, ჟერარდ პიკე (ორივე - "ბარსელონა"), ანდონი ირაოლა (ბილბაოს "ატლეტიკი"), ხორდი ალბა ("ვალენსია");
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, ჩავი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა ( ყველა - "ბარსელონა"), დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი"), ჩაბი ალონსო ("რეალი"), ხესუს ნავასი ("სევილია"), ხუან მატა ("ჩელსი"), სანტი კასორლა ("მალაგა"), ჩავი მარტინესი ("ატლეტიკი");
თავდამსხმელები: ალვარო ნეგრედო ("სევილია"), ფერნანდო ლორენტე, იკერ მუნიანი ( ორივე- "ატლეტიკი"), რობერტო სოლდადო ("ვალენსია").

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 512 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1