მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » პატო
9:04 PM
პატო

დღეს 2012 წლის 13 იანვარია. მოდით 4 წლით უკან გადავინაცვლოთ და 2008 წლის 13 იანვარი გავიხსენოთ. ბევრი დაინტერესდება იმით თუ რატომ გავიხსენე ეს თარიღი.

სადებიუტო სეზონი:

''მილანის'' ბევრ გულშემატკივარს ახსოვს ჩვენი საყვარელი კლუბის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ალეშანდრე პატოს პირველი, ოფიციალური მატჩი შავ-წითელი მაისურით. მაშინ ''მილანი'' სერია ა-ს მე-18-ე ტურის ფარგლებში საკუთარ მოედანზე ''ნაპოლის'' მასპინძლობდა. ეს ის სეზონი იყო, რომელშიც მაშინდელმა ანჩელოტის გუნდმა უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მანამდე ''როსონერი'' ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ორი მნიშვნელოვანი ტიტულის მოგების მიუხედავად ის სეზონი გუნდისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სერია ა-ში ზამთრის შესვენებამდე ''მილანს'' მხოლოდ 4 მატჩი ჰქონდა მოგებული და ოთხივე ეს შეხვედრა გუნდმა გასვლაზე ჩაატარა. ჯერ პირველ ტურში ''ჯენოა'' ანგარიშით 0-3 დავამარცხეთ, შემდეგ ''ლაციო'' რომში 1-5 გავანადგურეთ, შემდეგი გამარჯვება კი გენუაში, ''სამპდორიის'' წინაამღდეგ იქნა მოპოვებული და ამ შემთხვევაშიც ჩემპიონთა ლიგის 7 გზის გამარჯვებულმა მეტოქე გაანადგურა. ამჯერად ტაბლოზე 0-5 დაფიქსირდა. სერია ა-ს ფარგლებში 2007 წელს ბოლო გამარჯვება მილანელებმა სტუმრად სარდინიაზე, ''კალიარის'' წინაამღდეგ მოიპოვეს. მაშინ მილანისტებმა ანგარიშით 1-2 იმარჯვეს, რის შემდეგაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ, სადაც როგორც უკვე გითხარით პირველი ადგილი დაიკავეს და ფინალში ''ბოკა ხუნიორსს'' ანგარიშით 2-4 სძლიეს. და აი დადგა 2008 წელიც. სერია ა-ში გუნდი ცუდ მდგომარეობაში იყო, თუმცა იაპონიის მუნდიალზე წასვლის გამო ჩვენს საყვარელ კლუბს 3 გადადებული მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი, შესაბამისად სიტუაცია არც ისე კატასტროფული აღმოჩნდა.

და აი ვუახლოვდებით იმ მატჩს და იმ თარიღს რომლის გამოც ამდენი საუბარი მომიწია. 2008 წლის 13 იანვარი. მე-18-ე ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა. ''სან-სიროზე'' უამრავი გულშემატკივარია მოსული და ისინი არამხოლოდ პირველი საშინაო მოგების მოლოდინში არიან. ტიფოზებს ხელში ბანერი უკავიათ, რომელზეც ''ინტერნასიონალიდან'' ჯერ კიდევ ზაფხულს გადმობირებული ალეშანდრე პატოა ასახული, რომელსაც ''მილანის'' შავ-წითელი მაისურით თავის პირველი ოფიცალური შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა. და აი, გუნდები მოედანზე გამოდიან. ''როსონერის'' წინა ხასზე სამი ბრაზილიელი მოქმედებს. წინ გამოცდილი რონალდო და 18 წლის პატო არიან, ხოლო მათ უკან რიკარდო კაკა მოქმედებს. აღნიშნული მატჩის მოგება მასპინძელთათვის არამხოლოდ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი.

მატჩის მე-15-ე წუთი, რონალდო საჯარიმოში შედის, მის დარტყმულს მეკარე იეცო ეხება, თუმცა ბურთი კარის მიმართულებით მიდის, ცარიელ კართან ბურთისთვის პატო და ''ნაპოლის'' ერთ-ერთი მხველი იბრძვიან, შედეგად ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, პატომ კი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა ამ გოლისას, რადგან მან მცველს ბურთის გამოტანაში შეუშალა ხელი. ნეაპოლელები გოლს აპროტესტებენ, თუმცა მსაჯი მათ არ უსმენს, 1-0. 12 წუთის შემდეგ სტუმრები შეტევაზე გადადიან, ბურთი საჯარიმოში აღმოჩნდა, ლავეციმ სოსას მიმართულებით მშვენიერი პასი გააკეთა, ამ უკანასკვნელს კი გოლის გატანა არ გაუჭირდა, 1-1. 4 წუთში მასპინძლები კვლავ შეტევაზე გადადიან, მეტოქის საჯარიმოში შესულმა პატომ ბურთი მიიღო, დაარტყა, თუმცა იეცომ მისი მოგერიება შეძლო, რონალდო ახალგაზრდა თანამემამულეს კიდევ ერთ პასს უკეთებს, პატომ კვლავ დარტყა, თუმცა მეკარემ ამ დარტყმის მოგერიებაც მოახერხა. ''როსონერის'' გაუმართლა რომ იქვე ზედორფი აღმოჩნდა, რომელსაც დამატებაზე გოლის გატანა არ გაუჭირდა. 31-ე წუთზე ''მილანი'' კვლავ წინ გადის, 2-1. 37-ე წუთი... ლავეცი დიდას კარს უტევს, საჯარიმოში შესული არგენტინელი კი კახა კალაძემ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბურთთან დომიცი მივიდა და ''ნაპოლიმ'' შეხვედრაში მეორედ გაათანაბრა ანგარიში. ჩვენი მთავარი გმირი კი კვლავ აქტიურობდა, თუმცა პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. აქვე ავღნიშნოთ რომ პატომ ორივე გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა და ეს ჩატარებული ტაიმი თავისუფლად შეგვიძლია შევიტანოთ ახალგაზრდა ფორვარდის აქტივში.

მეორე ტაიმის პირველივე წუთი... ზეედორფი მეტოქის ნახევარზეა, ბურთი საჯარიმოში ჩააგდო სადაც რონალდო აღმოჩნდა და გამოცდილმა ბრაზილიელმა შეხვედრაში თავის მეორე გოლი გაიტანა. ამჯერად მან ეს თავით გააკეთა. ''მილანი'' კვლავ წინ გადის, 3-2. ეს ანგარიში 67 წუთამდე შენარჩუნდა, ამის შემდეგ კი თავის წვრილი ამ თამაშში კაკამაც შეიტანა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც მის ''მილანის'' მაისურით ერთ-ერთ საუკეთესო გოლადაც დასახელდა. 6 წუთში კი ''სან-სიროს'' ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, გოლის ავტორი ახალგაზრდა ბრაზილიელი გენიოსი, ალეშანდრე პატო გახდა. მან შორიდან მიღებული გადაცემა მიიღო და მიუხედავად იმისა რომ ნეაპოლელთა ერთ-ერთი მცველი აქტიურად ცდილობდა მის შეჩერებას, ბრაზილიელმა მაინც აჯობა მას და მეკარე იეცოსთან 1-1-ზე გასვლისას საბოლოოდ გოლი გაიტანა. პატოს აშკარად ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა. მისმა გუნდმა სეზონში პირველად იმარჯვა საკუთარ მოედანზე და ამაში ალეანდრემ უდიდესი წვრილი შეიტანა


შემდეგი მატჩი, რომელშიც პატომ გაიბრწყინა კვლავ ''სან-სიროზე'' ჩატარდა. ''ნაპოლისთან'' მოგებული მატჩის შემდეგ ''მილანის'' სტუმრად უდინეში გაემგზავრა, სადაც ბოლო წუთზე ალბერტო ჯილარდინოს მიერ გატანილი გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით, 0-1 იმარჯვა. შემდეგი ტურის მატჩში კი ''როსონერი'' შინ ''ჯენოას'' მასპინძლობდა. ანჩელოტიმ ახალგაზრდა გენიოსი ამჯერადაც გამოიყვანა მოედანზე. პირველმა ტაიმმა საინტერესოდ ჩაიარა, თუმცა გოლი არ გასულა. ნათელი იყო რომ ''მილანი'' მოედანზე მოსაგებად გამოვიდა. და ეს ალეშანდრე პატოს ორი გოლით დამტკიცდა. ბრაზილიელმა ფორვარდმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 2-0 იმარჯვა. ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ''მილანი'' მომავალ მატჩებშიც იღებდა 3 ქულას და მარტისთვის გუნდი უკვე ''ფიორენტინასთან'' ერთად იყო მეოთხე ადგილზე ერთნაირ ქულების რაოდენობით.

კიდევ ერთი მატჩი, რომლის გახსენებაც ღირს გახლავთ იმავე სეზონში ჩატარებული თამაში, სტუმრად ''ფიორენტინას'' წინაამღდეგ. აღნიშნული მატჩი უკვე შემდეგ ტურში, ანუ ''ჯენოასთან'' მოგებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა. მაშინ შეხვედრის ერთადერთი გოლი სწორედ ალეშანდრემ გაიტანა და ''როსონერიმ'' მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

საბოლოდ 2008-2009 წლების სეზონში პატომ ''მილანის'' მაისურით 20 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. 

2008-2009 წლების სეზონი ''მილანისთვის'' საკმაოდ უჩვეულო გამოდგა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა, რის გამოც უეფას თასზე (დღევანდელი ევროპის ლიგა) მოუწია თამაში. თუმცა ეს სეზონი პატოსთვის კარგი გამოდგა, რადგან ჯერჯერობით ყველაზე მეტი გოლი მან სწორედ ამ სეზონში გაიტანა. ყველა ტურნირზე 42 ჩატარებულ თამაშში მან 18 ჯერ აიღო მეტოქის კარი. იმ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი მან ბრემენის ''ვერდერს'', უეფას თასის 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრაში გაიტანა.

ლეონარდოს ეპოქა:

2009-2010 წლების სეზონი პატოსთვის არც ისე ადვილი გამოდგა. რამოდენიმე ჯერ მას ტრავმების გამო მოუწია დასვენება, რის გამოც მხოლოდ 23 მატჩი ჩაატარა, თუმცა ამის მიუხედავად მან მაინც 12 გოლი გაიტანა. იმ სეზონში კარლო ანჩელტის ლონდონის ''ჩელსიში'' წასვლის შემდეგ გუნდს სათავეში ბრაზილიელი ლეონარდო ჩაუდგა. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი პატომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ჩაატარა, როდესაც მადრიდში, ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' მან მადრიდის ''რეალის'' კარში 2 გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ ის მატჩი ''როსონერის'' ანგარიშით 2-3 მოაგებინა.


მასიანო ალეგრი:

2010-2011 წლების სეზონი. ''მილანში'' რადიკალური ცვლილებებია. გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობინიო მოვიდნენ რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პატოს კიდევ უფრო მეტი მოთამაშე დაეხმარებოდა. სამწუხაროდ პატოს ამ სეზონში კვლავ ტრავმებმა შეუშალა ხელი, თუმცა მიუხედავად ამისა მან ყველა ტურნირზე ''მილანის'' მაისურით 33 ჩატარებულ მატჩში 16 გოლი გაიტანა, ხოლო გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მის დასაწყისში პატოს კვლავ აწუხებდა ტრავმები. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კატალონიის ''ბარსელონასთან'' შეხვედრაში იყო, რომელშიც პატომ ანგარიში უკვე 24-ე წამზე გახსნა. გამოჯამრთელების მიუხედავად მასიმილიანო ალეგრი ახლა უფრო რობინიოზე ამყარებს იმედებს, რის გამოც პრესაში ''როსონერის'' მთავარ მწვრთვნელთა კონფლიქტის თაობაზე გავრცელდა ჭორები.

პირადი ცხოვრება:

ორი სიტყვა პატოს პირად ცხოვრებზეც უნდა ვთქვათ. 2009 წლის 7 ივლისს იგი ბრაზილიელ მსახიობზე, სტეფანი ბრიტოზე დაქორწინდა. მათი ქორწილი კოპაკაბანას სასახლეში გაიმართა. თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. ამის შემდეგ პატო ''მის ბრაზილია'' 2010-ს, დებორა ლირას ხვდებოდა. ამ დროისთვის ალეშანდრეს სილვიო ბერლუსკონის ქალიაშვილთან, ბარბარასთან აქვს ურთიერთობები.

ტიტულები:

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული: 2006
სამხრეთ ამერიკის რეკოპას გამარჯვებული: 2007
ბრაზილიის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული: 2006
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი 20 წლამდელთა შორის: 2007
იტალიის ჩემპიონი: 2010/11
იტალიის სუპერთასის მფლობელი: 2011
ბრაზილიის ვიცე-ჩემპიონი: 2006
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი: 2008
იტალიის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი: 2008/09, 2009/10
ბრაზილიის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2006
ბრაზილიის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე: 2006
კონფედერაციის თასის მფლობელი: 2009
მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე 21 წლამდელთა შორის: «Golden Boy 2009»

აქვე გეტყვით რომ ამ დროის განმალობაში პატოს შეძენაში რამოდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. წინა სატრანსფერო ფანჯრების დროს მოთამაშის მიმართ ინტერესი ლონდონის ''ჩელსის'' ჰქონდა, ხოლო მიმდინარე ფანჯრისას მისით ''პსჟ'' იყო დაინტერესებული, სადაც ''როსონერის'' ყოფილმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ დაიწყო მუშაობა. გუშინ კი ''მილანის'' ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელი თავდამსხმელი ''მილანში'' რჩება. იმედი ვიქონიოთ რომ სეზონის მეორე ნაწილში პატო უკეთეს თამშს შემოგვთავაზებს, რის გამოც მასიმილიანო ალეგრის მას კიდევ უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემს.


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 624 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1