მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » "ოსასუნა"-"ბარსელონა": რა მოხდა მატჩის შემდეგ?
11:58 PM
"ოსასუნა"-"ბარსელონა": რა მოხდა მატჩის შემდეგ?

"ოსასუნა"-"ბარსელონა": რა მოხდა მატჩის შემდეგ?

როგორც გაირკვა, "ოსასუნასა" და "ბარსელონას" შორის მატჩის დასრულების შემდეგ, სადაც კატალონიელები 2:3 დამარცხდნენ, პამპლონაში ხავიერ მასკერანო გააძევეს, ხოლო ხოსეპ გვარდიოლას გაფრთხილება მისცეს.

შეხვედრის დამთავრებისთანავე არგენტინელი ფეხბურთელი მატჩის არბიტრთან ხოსე რომეროსთან პრეტენზიებით მივარდა, რის გამოც მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ყვითელი ბარათი მასკერანომ 88-ე წუთზე მიიღო.

იგივე მიზეზის გამო გააფრთხილეს გვარდიოლაც, რომელსაც მსაჯმა ასევე ყვითელი ბარათი უჩვენა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 538 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1