მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » „ოქროს ბურთი“ პატრონს ჩაბარდა - ისევ ლეო!
12:07 PM
„ოქროს ბურთი“ პატრონს ჩაბარდა - ისევ ლეო!

„ოქროს ბურთი" პატრონს ჩაბარდა - ისევ ლეო!

ესეც ასე: „ოქროს ბურთი" პატრონს ჩაბარდა! როგორც მოსალოდნელი იყო, 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ (!) მოიპოვა. როგორც წინასწარვე ცნობილი იყო, საუკეთესო სამეული არგენტინელთან ერთად, ჩავი ერნანდესმა და კრიშტიანო რონალდომ შეავსეს.

ამ მიღწევით „ბარსას" გენიალური ათიანი ყველა დროის ერთ-ერთი განსაკუთრებული ფეხბურთელი ახლა უკვე ოფიციალურადაც გახდა - ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება ზედიზედ სამჯერ აქამდე არავის დაუმსახურებია და საერთოდ, სამგზის წლის ფეხბურთელი დღემდე მხოლოდ ორი იყო: ზინედინ ზიდანი (1998, 2000 და 2003) და რონალდო (1996, 1997, 2002). „ფრანს ფუტბოლის" „ოქროს ბურთი" კი ზედიზედ სამჯერ მიშელ პლატინის (1983, 1984 და 1985 წლებში) აქვს აღებული.

შეგახსენებთ, რომ 2010/2011 წლების სეზონში მესიმ „ბარსასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. 2001-ში მესი „ბარსელონასთან" ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. 53 გოლი ოფიციალურ მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 12 გოლით (ამ შედეგით რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა) – ეს მესის მონაგარია 2011 წელს.

საუკეთესო მწვრთნელი: მოურინიო გვარდიოლამ შეცვალა
ლეოს მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კი 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელია. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს წოდება ჟოზე მოურინიომ დაიმსახურა. საუკეთესო ქალ ფეხბურთელად 33 წლის იაპონელი ჰომარე სავა დაასახელეს, რომელმაც ბოლო წლების მუდმივ გამარჯვებულს, ბრაზილიელ მარტას აჯობა. შეგახსენებთ, რომ იაპონიის ქალთა ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობა სწორედ სავას დამსახურებაა. საუკეთესო მწვრთნელად კი იაპონიის ნაკრების თავკაცი ნორიო სასაკი აღიარეს.

ექვსი ესპანელი წლის სიმბოლურში
ამასთან, ფიფან გასული წლის სიმბოლური ნაკრებიც გამოაქყვენა, რომელშიც თერთმეტიდან ექვსი ესპანელია:
იკერ კასილიასი (რეალი) – დანი ალვეში (ბარსელონა), პიკე (ბარსელონა), ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი), სერხიო რამოსი (რეალი) – ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), ჩავი ერნანდესი (ბარსელონა) – კრიშტიანო რონალდო (რეალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

წლის გოლის ავტორი ნეიმარია
ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო, რომელიც წლის ულამაზესი გოლის ავტორებს გადაეცემათ, „სანტოსის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა დაიმსახურა. გამოკითხვა ინტერნეტში ჩატარდა, ნახევარსაათიანი იყო და მასში დაახლოებით მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ ნომინაციაში წარმოდგენილი იყო მესის გოლი (არსენალთან) და რუნის მაკრატელა (მანჩესტერ სიტისთან).

ოქროს ბურთის ისტორია
ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს ოფიციალურად 1991 წლიდან ასახელებს. „ფრანს ფუტბოლმა" კი წლის საუკეთესო ფეხბურთელებისთვის „ოქროს ბურთის" გადაცემა გაცილებით ადრე, 1956 წლიდან დაიწყო. შარშან ეს ორი გამოკითხვა გაერთიანდა და „ფიფა ოქროს ბურთი" ეწოდა. ჩვენ ორივე გამოკითხვის ყველა გამარჯვებულს გაგაცნობთ.

„ფრანს ფუტბოლის" „ოქროს ბურთი"
წელი ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა
1956 სტენლი მეტიუზი ბლექპული ინგლისი
1957 ალფრედო დი სტეფანო რეალი ესპანეთი
1958 რაიმონდ კოპა რეალი საფრანგეთი
1959 ალფრედო დი სტეფანო რეალი ესპანეთი
1960 ლუის სუარესი ბარსელონა ესპანეთი
1961 ომარ სივორი იუვენტუსი იტალია
1962 იოზეფ მასოპუსტი დუკლა ჩეხოსლოვაკია
1963 ლევ იაშინი დინამო (მ) სსრკ
1964 დენის ლოუ მანჩესტერ იუნ. შოტლანდია
1965 ეუსებიო ბენფიკა პორტუგალია
1966 ბობი ჩარლტონი მანჩესტერ იუნ. ინგლისი
1967 ფლორიან ალბერტი ფერენცვაროში უნგრეთი
1968 ჯორჯ ბესტი მანჩესტერ იუნ. ინგლისი
1969 ჯანი რივერა მილანი იტალია
1970 გერდ მიულერი ბაიერნი გერმანია
1971 იოჰან კრუიფი აიაქსი ჰოლანდია
1972 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი გერმანია
1973 იოჰან კრუიფი აიაქსი/ბარსელონა ჰოლანდია
1974 იოჰან კრუიფი ბარსელონა ჰოლანდია
1975 ოლეგ ბლოხინი დინამო (კ) უკრაინა
1976 ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნი გერმანია
1977 ალან სიმონსენი ბორუსია (მ) დანია
1978 კევინ კიგანი ჰამბურგი ინგლისი
1979 კევინ კიგანი ჰამბურგი ინგლისი
1980 კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნი გერმანია
1981 კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნი გერმანია
1982 პაოლო როსი იუვენტუსი იტალია
1983 მიშელ პლატინი იუვენტუსი საფრანგეთი
1984 მიშელ პლატინი იუვენტუსი საფრანგეთი
1985 მიშელ პლატინი იუვენტუსი საფრანგეთი
1986 იგორ ბელანოვი დინამო (კ) სსრკ
1987 რუუდ გულიტი ეინდჰოვენი/მილანი ჰოლანდია
1988 მარკო ვან ბასტენი მილანი ჰოლანდია
1989 მარკო ვან ბასტენი მილანი ჰოლანდია
1990 ლოთარ მათეუსი ინტერი გერმანია
1991 ჟან-პიერ პაპენი მარსელი საფრანგეთი
1992 მარკო ვან ბასტენი მილანი ჰოლანდია
1993 რობერტო ბაჯო იუვენტუსი იტალია
1994 ხრისტო სტოიჩკოვი ბარსელონა ბულგარეთი
1995 ჯორჯ ვეა პსჟ/მილანი ლიბერია
1996 მათიას ზამერი ბორუსია (დ) გერმანია
1997 რონალდო ბარსელონა/მილანი ბრაზილია
1998 ზინედინ ზიდანი იუვენტუსი საფრანგეთი
1999 რივალდო ბარსელონა ბრაზილია
2000 ლუიშ ფიგუ ბარსელონა პორტუგალია
2001 მაიკლ ოუენი ლივერპული ინგლისი
2002 რონალდო ინტერი/რეალი ბრაზილია
2003 პაველ ნედვედი იუვენტუსი ჩეხეთი
2004 ანდრეი შევჩენკო მილანი უკრაინა
2005 რონალდინიო ბარსელონა ბრაზილია
2006 ფაბიო კანავარო იუვენტუსი/რეალი იტალია
2007 კაკა მილანი ბრაზილია
2008 კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნ. პორტუგალია
2009 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა

ფიფას წლის ფეხბურთელი
წელი ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა
1991 ლოთარ მათეუსი ინტერი გერმანია
1992 მარკო ვან ბასტენი მილანი ჰოლანდია
1993 რობერტო ბაჯო იუვენტუსი იტალია
1994 რომარიო ბარსელონა ბრაზილია
1995 ჯორჯ ვეა პსჟ/მილანი ლიბერია
1996 რონალდო ეინდჰოვენი-ბარს. ბრაზილია
1997 რონალდო ბარსელონა/ინტერი ბრაზილია
1998 ზინედინ ზიდანი იუვენტუსი საფრანგეთი
1999 რივალდო ბარსელონა ბრაზილია
2000 ზინედინ ზიდანი იუვენტუსი საფრანგეთი
2001 ლუიშ ფიგუ რეალი პორტუგალია
2002 რონალდო ინტერი/რეალი ბრაზილია
2003 ზინედინ ზიდანი რეალი საფრანგეთი
2004 რონალდინიო ბარსელონა ბრაზილია
2005 რონალდინიო ბარსელონა ბრაზილია
2006 ფაბიო კანავარო იუვენტუსი/რეალი იტალია
2007 კაკა მილანი ბრაზილია
2008 კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნ. პორტუგალია
2009 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა

ფიფა ოქროს ბურთი
წელი ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა
2010 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა
2011 ლიონელ მესი ბარსელონა არგენტინა



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 514 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1