მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » ნეიმარი: ახლა არც "რეალი" მაინტერესებს და არც "ბარსელონა"
10:06 PM
ნეიმარი: ახლა არც "რეალი" მაინტერესებს და არც "ბარსელონა"

"სანტოსის" თავდამსხმელმა ნეიმარმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ დროისთვის არც "რეალზე" ფიქრობს და არც "ბარსელონაზე".

ბრაზილიური და ესპანური მედია კვლავ მსჯელობს, რომელ კლუბში გადავა ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი.

"ჩემით დაინტერესებისთვის "რეალის" და "ბარსელონას" მადლობელი ვარ. მაგრამ ახლა ორივე კლუბს უარს ვეუბნები, რადგან "სანტოსთან" მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს.

რა თქმა უნდა, ევროპაში გამოსვლაზე ვოცნებობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრაზილიიდან წასასვლელად ახლავე მზად ვარ", - განაცხადა ნეიმარმა.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 493 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1