მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ნაპოლიმ ჩელსის ღირსეულად უმასპინძლა + video
5:27 PM
ნაპოლიმ ჩელსის ღირსეულად უმასპინძლა + video

ნაპოლიმ ჩელსის ღირსეულად უმასპინძლა

გუშინ ღამით ჩემპიონთა ლიგის 1/8 ეტაპზე იტალიურმა ნაპოლიმ ლონდონის ჩელსი მიიღო. ეს შეხვედრა საფეხბურთო სამყაროში უდიდეს ინტერეს იწევდა. ბოლო დროს ცუდად მოთამაშე ჩელსი ფავორიტის სტატუსით ეწვია ნეაპოლს. მაგრამ შეხვედრამ გვიჩვენა, რომ ნაპოლი ნამდვილად არ გახლავთ ხელწამოსაკრავი გუნდი, ეს გუნდი ღირსეული სპარინგ პარტნიორია ნებისმიერი გუნდისთვის.

შეხვედრა ნაპოლის უპირატესობით დაიწყო. ნეაპოლელები სრულად დომინირებდნენ მთელ მოედანზე, რომ არა ბრწყინვალე მოთამასე ჩეხი ანგარიში საწყის წუთებში გაიხსნებოდა. 27-ე წუთზე სტარიჯის საჯარიმოში შეგორებული ბურთი კანავაროს აეჭრა და მიუვიდა ხუან მატას, რომელმაც ერთი ერთზე შანსი არ დაუტოვა დე სანკტის. ამის შემდეგ ყველას ეგონა, რომ ლონდონელები თამაშს დაალაგებდნენ და შესვენებაზე ერთ ბურთიანი უპირატესობით გავიდოდნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი ნაპოლის მებრძოლმა ხასიათმა გუნდი მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდა. 38-ე წუთზე მასპინძლებმა შესანისნავი შეტევა განახორციელეს. კავანის პას ლავეცმა შესანიშნიშნავად მოუძებნა გზა ჩეხის კარი ბადეში და ანგარიში გაათანაბრა. ჩელსი არია პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა ამ გოლმა, ნაპოლს კი თავდაჯერებულობა შემატა. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე, ინლერიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურტი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც კავანიმ ივაჟკაცა და პეტერ ცეხის კარი მხრით დალაშქრა. შედეგად ნაპოლი მშვიდად გავიდა შესვენებაზე.

მეორე ტაიმი აქტიურად ჩელსიმ დაიწყო. ლონდონელები საწყის წუთებში სრულად აკონტროლებდნენ შეხვედრას და გულშემატკივრებს იმედი მოეცათ, მაგრამ ეს სულ ცოტა ხნით. 65-ე წუთზე ისევ და ისევ კავანი ლავეცის წყვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. ლავეციმ დავიდ ლუისთან ორთაბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა და ლავეცის უპასა, რომელმაც ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. ამის შემდეგ არაერთი სახიფათო მომენტი სექმნეს მეტოქეებმა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შეიძლება ითქვას იღბალი მტყუნობდათ ყველაზე რეალური მომენტი მასპინძლებს ჰქონდათ, როცა მაჯოს დარტყმული ცარიელი კარიდან ეშლი კოულმა გამოიტანა.


ნაპოლი-ჩელსი 3:1

ნაპოლი : დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო, არონიკა, მაჯო, ინლერი, გარგანო, ზუნიგა, ჰამშიკი (პანდევი 82), კავანი, ლავესი (ჯემაილი 74).

მწვრთნელი : ნიკოლო ფრუსტალუპი.

ჩელსი: ჩეხ ი, ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ბოსინგვა (კოული 12), რამირესი, მეირელეში (ესიენი 70), მალუდა (ლემპარდი 70), სტარიჯი, დროგბა, მატა.

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.

გოლები: 0:1 მატა (27), 1:1 ლავესი (38), 2:1 კავანი (45+2), 3:1 ლავესი (65).

გაფრთხილებები: კავანი 39 – მეირელეში 41, კეჰილი 56.

მსაჯი: ველასკო კარბალიო.



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 462 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1