მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » ნანი საეჭვოა, ფილ ჯონსი მწყობრშია
6:01 PM
ნანი საეჭვოა, ფილ ჯონსი მწყობრშია
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ნანიმ შესაძლოა ინგლისის თასის მე-1/16 ფინალურ შეხვედრაში "ლივერპულთან" ვერ ითამაშოს. ფეხბურთელმა ტრავმა პრემიერლიგის 22-ე ტურში "არსენალთან" (2:1) მიიღო.

როგორც გაირკვა, "მეთოფეთა" მცველის ლორან კოსიელინის მიერ მიყენებული ტრავმის მოშუშება ნანისთვის ორ კვირას გასტანს. საბოლოო დასკვნას "წითელი ეშმაკების" ექიმები დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გააკეთებენ.

მანჩესტერელთა რიგებში კარგი ამბავიც არის, გამოჯანმრთელდა გუნდის მცველი ფილ ჯონსი, რომელმაც "არსენალთან" მატჩი ვერ დაასრულა.

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელი ერთი თვე ვერ ითამაშებდა, თუმცა შესაძლოა ჯონსი უკვე "ლივერპულთან" დაპირისპირებაში ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შეხვედრა 28 იანვარს გაიმართება.1
კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 494 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1