მთავარი » 2012 » იანვარი » 10 » მოურინიო: ადრე ჩაკეტილი ფეხბურთისთვის მაკრიტიკებდნენ, ახლა კი სხვა რამისთვის
4:55 PM
მოურინიო: ადრე ჩაკეტილი ფეხბურთისთვის მაკრიტიკებდნენ, ახლა კი სხვა რამისთვის

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მასმედია მისი კრიტიკისას წინააღმდეგობრივი და ალოგიკურია.

პორტუგალიელ სპეციალისტს კითხეს, აღელვებს თუ არა ის ამბავი, რომ მისმა გუნდმა ბოლო ორ თამაშში სამი გოლი გაუშვა. ამ კითხვას "სამეფო კლუბის" თავკაცმა შემდეგნაირად უპასუხა:

"რეალში" გადასვლამდე იმისთვის მაკრიტიკებდნენ, რომ აქცენტს თამაშის დაცვით სტილზე ვაკეთებდი. ამბობდნენ, რომ ზედმეტად დახურული, არასანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარი ვიყავი.

ახლა კი, როდესაც ჩემს გუნდში "ოქროს ბუცის" მფლობელი თამაშობს და შედეგიანობის მიხედვით რეკორდებს ვამყარებთ, კვლავ კრიტიკის ქვეშ ვექცევი.

წავიკითხე, რომ ფეხბურთი გოლებია. ბოლო ორ მატჩში ხალხი "მალაგასა" და "გრანადას" კარში რვა გოლის მოწმე გახდა. მეტი რაღა უნდათ? 5:0-ითა და 5:1-ით რომ ვიგებდე? რა თქმა უნდა, მეც ასეთ შედეგებს ვამჯობინებდი. მაგრამ უმჯობესია თამაში ისევე გავაგრძელოთ, როგორც აქამდე ვთამაშობთ".



კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 587 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1