მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » მიშელ პლატინი: ევრო 2012-ის ფინალი იდეალური გამოვა
6:34 PM
მიშელ პლატინი: ევრო 2012-ის ფინალი იდეალური გამოვა

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თავდაჯერება გამოთქვა, რომ მიუხედავად ევრო 2012-ისთვის სამზადისში გარკვეული სირთულეებისა, პოლონეთი და უკრაინა ჩემპიონატს წარმატებით ჩაატარებენ.

"რა თქმა უნდა, ეს გერმანია არაა. იმავე მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელშიც სამხრეთ ამერიკა, ბრაზილია და ყველა განვითარებადი ქვეყანაა, რომელთაც მსგავსი მასშტაბის ტურნირი არასდროს ჩაუტარებია.

მიუხედავად მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილების არქონისა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს. პირველი თამაშის ჩატარება რთული იქნება, მეორე უფრო იოლი, ევრო 2012-ის ფინალი კი იდეალური გამოვა.

აგებულია ლამაზი სტადიონები. თუ ჟურნალისტებისთვის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები არ არის საკმარისი, მათ შეუძლიათ ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში განთავსდნენ.

მასპინძელმა ქვეყნებმა ბევრი გააკეთეს. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატი ზეიმი იქნება", - განაცხადა ფრანგმა.

კატეგორია: სპორტული ინფორმაციები | ნანახია: 487 | დაამატა: Acm | რეიტინგი: 5.0/1